• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ინგლისი ჰალანდის შეჩერებას შეეცდება, არგენტინას მორიგი რთული გამოცდა ელის
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

ინგლისი ჰალანდის შეჩერებას შეეცდება, არგენტინას მორიგი რთული გამოცდა ელის

10 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპი საინტერესო მატჩებით სრულდება.


ნორვეგიას ისტორიულ ნახევარფინალამდე ერთი გამარჯვება აშორებს, ინგლისი კი მაიამიში გასამართ საინტერესო ევროპულ მეოთხედფინალში მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ოთხეულში დაბრუნებას შეეცდება.


არგენტინის მიერ პლეი-ოფში განვლილი გზა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად რთულია მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატების მიღწევა.


შესაძლოა, მოქმედ ჩემპიონს შვეიცარიასთანაც დიდი ძალისხმევა დასჭირდეს - გუნდთან, რომელსაც ისტორიაში პირველი ნახევარფინალის მიღწევის რეალური შანსი აქვს.


ნორვეგია - ინგლისი (12 ივლისი, 01:00)


ნორვეგიამ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე შექმნა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ისტორია, გუნდი პირველად გავიდა ტურნირის მეოთხედფინალში.


სტალე სოლბაკენის გუნდმა I ჯგუფში საფრანგეთის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა, რის შემდეგაც მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში თავის პირველ ორ შეხვედრაში ისტორიული გამარჯვებები მოიპოვა.


ორივე მატჩში ნორვეგიის გმირი ერლინგ ჰალანდი გახდა. მან 1/16-ფინალში კოტ დ’ივუართან გამარჯვების გოლი შეხვედრის მიწურულს გაიტანა, მერვედფინალში კი ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონ ბრაზილიას დუბლი შეუსრულა და სკანდინავიური ნაკრები ისტორიაში პირველად გაიყვანა მეოთხედფინალში.


ჰალანდს 4 შეხვედრაში უკვე 7 გოლი აქვს გატანილი და კილიან მბაპესა და ლიონელ მესისთან ერთად adidas-ის ოქროს ბუცისთვის იბრძვის.


ინგლისმა, თავის მხრივ, L ჯგუფში ხორვატიას, განასა და პანამას აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა მეოთხედფინალის საგზურის მოსაპოვებლად დიდი ბრძოლა დასჭირდა.


„სამმა ლომმა“ 1/16-ფინალში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან ჩამორჩენა აღმოფხვრა და ჰარი კეინის მიერ შეხვედრის მიწურულს გატანილი 2 გოლით 2:1 გაიმარჯვა.


მერვედფინალში ინგლისელებმა განსხვავებული ხასიათი გამოავლინეს, ჯუდ ბელინგემმა 2 გოლი გაიტანა, ხოლო თომას ტუხელის გუნდმა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმის უმეტესი ნაწილი 10 ფეხბურთელით ითამაშა, თანამასპინძელ მექსიკას 3:2 მოუგო.


ნორვეგია მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში პირველად ითამაშებს, ინგლისი კი ტურნირის საუკეთესო 8 გუნდს შორის მე-11-ედ მოხვდა.


„სამმა ლომმა“ ნახევარფინალში გასვლა აქამდე მხოლოდ 3-ჯერ მოახერხა, 1966 წელს ინგლისმა საკუთარ მოედანზე მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა, ხოლო 1990 და 2018 წლებში ნახევარფინალში გავიდა, სადაც შესაბამისად დასავლეთ გერმანიასთან და ხორვატიასთან დამარცხდა.


4 წლის წინ ამავე ეტაპზე საფრანგეთთან განცდილი მარცხის შემდეგ ინგლისელები წარუმატებლობის გამოსწორებას შეეცდებიან.


მაიამის სტადიონზე მოედანზე არაერთი კლუბის თანაგუნდელი დაუპირისპირდება ერთმანეთს.


ჰალანდი შესაძლოა მანჩესტერ სიტის ფეხბურთელებს, ნიკო ო’რაილისა და მარკ გეჰის, ასევე თავის ყოფილ თანაგუნდელ ჯონ სტოუნსს შეხვდეს.


ნორვეგიის კაპიტანი მარტინ ოდეგორი კი არსენალის თანაგუნდელების, დეკლან რაისისა და ბუკაიო საკას წინააღმდეგ ითამაშებს.


მთლიანობაში, ნორვეგიის 26-კაციანი შემადგენლობიდან 9 ფეხბურთელი ინგლისის პრემიერლიგაში ასპარეზობს.


ნორვეგია და ინგლისი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთმანეთს აქამდე არასდროს შეხვედრიან, თუმცა მათ შორის სულ 12 მატჩია გამართული, მათ შორის 1982 და 1994 წლების მსოფლიო ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპებზე.


ამ ნაკრებების ბოლო შეხვედრა 2014 წელს ამხანაგურ მატჩში შედგა. ინგლისმა უემბლიზე უეინ რუნის მიერ პენალტით გატანილი გოლის წყალობით 1:0 გაიმარჯვა.


იმ შეხვედრაში ინგლისის ძირითად შემადგენლობაში ჯორდან ჰენდერსონი და ჯონ სტოუნსი იყვნენ და 12 წლის შემდეგაც ნაკრების წევრები არიან, ხოლო ნორვეგიის კარს მათი ამჟამინდელი პირველი ნომერი, ორიან ნილანდი იცავდა.


ამ მატჩში გამარჯვებული 15 ივლისს, ატლანტაში გასამართ ნახევარფინალში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე არგენტინა ან შვეიცარია იქნება.



სავარაუდო შემადგენლობები


ნორვეგია - ნილანდი; რიერსონი, აიერი, ჰეგემი, მიოლერ ვოლფე; ბერგი, ბერგე, ოდეგორი; სორლოტი, ჰალანდი, ნუსა.


ინგლისი - პიკფორდი; კონსა, სტოუნსი, გეჰი, ო’რაილი; რაისი, ანდერსონი; საკა, ბელინგემი, გორდონი; კეინი.


არგენტინა - შვეიცარია (12 ივლისი, 05:00)


არგენტინის ბრძოლა ზედიზედ მეორე და ისტორიაში მეოთხე მსოფლიო ჩემპიონობისთვის კანზას სიტიში გაგრძელდება, სადაც მოქმედი ჩემპიონი მეოთხედფინალში შვეიცარიას დაუპირისპირდება - გუნდს, რომელიც ამ ტურნირზე საკუთარი ისტორიის დაწერას ცდილობს.


არგენტინამ ჩრდილოეთ ამერიკაში შთამბეჭდავი გზა განვლო. ყველაფერი J ჯგუფში 3 გამარჯვებით დაიწყო - ალჟირთან 3:0, ავსტრიასთან 2:0 და იორდანიასთან 3:1.


გუნდის წარმატებაში მთავარი როლი ლიონელ მესიმ შეასრულა, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე 6 გოლი გაიტანა და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მის ანგარიშზე უკვე 21 გოლია.


მესიმ პლეი-ოფშიც კიდევ 2 გოლი გაიტანა, მათ შორის მნიშვნელოვანი გამათანაბრებელი ბურთი ეგვიპტესთან მერვედფინალში, და adidas-ის ოქროს ბუცისთვის ბრძოლას აგრძელებს.


თუმცა ეგვიპტისა და კაბო ვერდეს წინააღმდეგ გამარჯვებისთვის ლიონელ სკალონის მოქმედ ჩემპიონებს მთელი გუნდური ძალისხმევა და უდიდესი მონდომება დასჭირდათ.


1/16-ფინალში არგენტინამ დებიუტანტი კაბო ვერდე მხოლოდ დამატებით დროში გატანილი ავტოგოლის წყალობით დაამარცხა.


შემდეგ კი ეგვიპტესთან კიდევ ერთი დრამატული შეხვედრა გამართა, ალბისელესტემ მატჩის მიწურულს 3 გოლი გაიტანა და ჩრდილოაფრიკელებს 3:2 მოუგო.


მოქმედ ჩემპიონს ზედიზედ 5 გამარჯვება აქვს მოპოვებული, თუმცა მისი გზა ყოველთვის დამაჯერებელი არ ყოფილა.


მსგავსი რამ შეიძლება ითქვას შვეიცარიაზეც, რომელმაც შედარებით შეუმჩნევლად მიაღწია დასახულ მიზანს და ისტორიაში საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატი ჩაატარა.


მურატ იაკინის გუნდი არა მხოლოდ 1954 წლის შემდეგ პირველად და ისტორიაში მეოთხედ გავიდა მეოთხედფინალში, არამედ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად მოახერხა პლეი-ოფის ზედიზედ ორი მატჩის მოგება.


შვეიცარიამ 1/16-ფინალში ალჟირი დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა, შემდეგ კი მერვედფინალში კოლუმბიას პენალტების სერიაში აჯობა.


გუნდმა ეს წარმატება ახალგაზრდა ვარსკვლავის, იოჰან მანზამბის არყოფნის მიუხედავად მოიპოვა.


შემტევმა ნახევარმცველმა ჯგუფურ ეტაპზე შესანიშნავად ითამაშა და გამოცდილ ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდს დამატებითი ენერგია შესძინა.


ყატართან საწყისი ფრის შემდეგ შვეიცარია სწრაფად გარდაიქმნა. ბოსნია და ჰერცეგოვინასთან 4:1 მოგებულ შეხვედრაში მანზამბიმ შეცვლაზე შესვლის შემდეგ 2 გოლი გაიტანა, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე მისი მე-3 გოლი თანამასპინძელთან 2:1 გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა. ამ შედეგით შვეიცარიამ B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.


ახლა ორივე გუნდი კანზასში ჩადის და გამარჯვებული 15 ივლისს, ატლანტაში გასამართ ნახევარფინალში ნორვეგიას ან ინგლისს დაუპირისპირდება.



სავარაუდო შემადგენლობები


არგენტინა - ემი მარტინესი; მოლინა, რომერო, ლისანდრო მარტინესი, ტალიაფიკო; დე პოლი, პარედესი, მაკ ალისტერი, ფერნანდესი; მესი, ალვარესი.


შვეიცარია - კობელი; ზაკარია, ელვედი, აკანჯი, როდრიგესი; ფროილერი, ჯაკა; ნდოიე, სოუ, ვარგასი; ემბოლო.


არგენტინა და შვეიცარია მსოფლიო ჩემპიონატზე აქამდე 2-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს.


მთლიანობაში, ამ გუნდებს შორის 7 მატჩია გამართული, საიდანაც 5 არგენტინამ მოიგო, 2 კი ფრედ დასრულდა. სწორედ შვეიცარიასთან მატჩში შეასრულა მესიმ თავისი პირველი ჰეთ-თრიკი არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში.


არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატზე გამართული ორივე შეხვედრა მოიგო. პირველად ეს 1966 წლის ტურნირზე, ინგლისის ქალაქ შეფილდში მოხდა, როდესაც სამხრეთამერიკელებმა ჯგუფურ ეტაპზე 2:0 გაიმარჯვეს, გოლები ლუის არტიმემ და ერმინდო ონეგამ გაიტანეს.


მეორედ გუნდები ერთმანეთს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში შეხვდნენ. მაშინ არგენტინამ შვეიცარიის წინააღმდეგ გამარჯვება დამატებით დროში მოიპოვა, 118-ე წუთზე გადამწყვეტი გოლი ანხელ დი მარიამ გაიტანა.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

norway
argentina
switzerland
england

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ვინ შეაჩერებს ჰალანდს?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ვინ შეაჩერებს ჰალანდს?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

კეინმა აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ისაუბრა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

კეინმა აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ისაუბრა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

უნდა ჩამოაშორონ თუ არა მესი პენალტებს?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

უნდა ჩამოაშორონ თუ არა მესი პენალტებს?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ჰალანდის ფსიქოლოგიური ილეთები

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ჰალანდის ფსიქოლოგიური ილეთები
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

9 სთ წინ

ვინ შეაჩერებს ჰალანდს?

News image

9 სთ წინ

კეინმა აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ისაუბრა

News image

9 სთ წინ

უნდა ჩამოაშორონ თუ არა მესი პენალტებს?

News image

1 სთ წინ

ჰალანდის ფსიქოლოგიური ილეთები

კომენტარები

ლინკის დაკოპირება