ვინ შეაჩერებს ჰოლანდს? ინგლისის ლეგენდამ საუკეთესო ვარიანტი დაასახელა, თუმცა ის განაცხადში არ არის
ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ბრაიან რობსონი მიიჩნევს, რომ თომას ტუხელმა მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობაში ჰარი მაგუაიერი უნდა შეეყვანა. მისი თქმით, მცველის ფიზიკური ძალა იდეალური იარაღი იქნებოდა ერლინგ ჰალანდის წინააღმდეგ.
რობსონმა აღნიშნა, რომ ინგლისის ამჟამინდელი მცველები სწრაფები არიან, თუმცა ნორვეგიელთან ორთაბრძოლებისთვის ძალა არ ეყოფათ:
სწორედ ამ მატჩის გამო ვისურვებდი მაგუაიერის ნახვას ტუხელის გუნდში. ჰარი ჰალანდს იდეალურად გაუმკლავდებოდა. ნორვეგიელი ფიზიკურ უპირატესობას გამოიყენებს და ჩვენი მცველებისთვის ეს უმძიმესი გამოცდა იქნება. მაგუაირი ამ საქმისთვის საუკეთესო კანდიდატი გახლდათ
მიუხედავად ამისა, რობსონი მაინც ინგლისის 2:1 გამარჯვებას პროგნოზირებს, თუმცა ამბობს, რომ ჰოლანდისა და მარტინ ოდეგორის წყვილი დაცვას დიდ პრობლემებს შეუქმნის. მაიამიში გასამართი მეოთხედფინალი ტუხელის გუნდისთვის ტურნირზე უდიდესი გამოცდა იქნება.