მაროკოსთან მეოთხედფინალში მოგების (2:0) შემდეგ, საფრანგეთის ნაკრების გასახდელში მოულოდნელი სტუმარი გამოჩნდა.
გუნდს გამარჯვება ლეგენდარულმა თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ მიულოცა, რომელიც მუნდიალზე ამერიკულ ტელევიზიაში ექსპერტად მუშაობს. 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონმა კაპიტან კილიან მბაპეს თბილად ჩაეხუტა, თუმცა ფეხბურთელები გააფრთხილა, რომ საქმე ჯერ ბოლომდე მიყვანილი არ არის.
ანრიმ განსაკუთრებული ყურადღება დიდე დეშამის გუნდის ტაქტიკურ სიმწიფესა და უბურთოდ თამაშზე გაამახვილა:
მართლა აღარ ვიცით, რა ვთქვათ. ბურთის ფლობისას ისედაც საოცრები ხართ, როგორც ყოველთვის. მაგრამ ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ბურთის დაბრუნების უნარმა მოახდინა. რასაც გუნდი უბურთოდ აკეთებს, ფენომენალურია. მეტოქის ნახევარზე ბურთის შენარჩუნება, პრესინგი და ოპონენტის დახრჩობა, ბრავო გუნდს და ბრავო მწვრთნელს. თუმცა, გახსოვდეთ, ჯერ მხოლოდ ნახევარფინალში ვართ. ეს მშვენიერია, მაგრამ ჩვენ ფინალი და ტიტული გვინდა
გასახდელში ანრი თავის ყოფილ შეგირდს, მანუ კონესაც შეხვდა, რომელთან ერთადაც პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, და მაიკლ ოლიზეს მაისურიც საჩუქრად აიღო.
ფრანგები ახლა სამშაბათს გასამართი ნახევარფინალისთვის ემზადებიან, სადაც მათი მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება.