ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა აღიარა, რომ გაკვირვებულია ერლინგ ჰალანდის სიტყვებით, რომლითაც ნორვეგიელმა მატჩისწინ აჟიოტაჟი და წნეხი სრულად ინგლისელთა მხარეს გადაიტანა.
ნორვეგიის ნაკრებმა მერვედფინალში ბრაზილია გამოაგდო, თუმცა ჰოლანდმა NRK-სთან ინტერვიუში მაინც აუტსაიდერის პოზიცია დაიჭირა:
ძალიან მცირე შანსია, რომ მოვიგოთ. ჩემი აზრით, მთელი წნეხი ინგლისზე უნდა გადაიტანოთ
ტუხელმა ნორვეგიელი ფორვარდის ეს ტაქტიკა უპასუხოდ არ დატოვა:
გამიკვირდა, ერლინგმა ეს რომ თქვა. ყოველთვის მეგონა, რომ მას წნეხი უყვარს და ამ დროს უფრო პროგრესირებს. ჩვენ გვიყვარს წნეხი, ეს ფეხბურთის ნაწილია. ერთი წუთითაც არ ვფიქრობ იმაზე, ვინ არის ფავორიტი. ზუსტად ვიცი, რომ შინაგანად ისინი მოსაგებად ემზადებიან და რატომაც არ უნდა აკეთებდნენ ამას?
ჰალანდის თავმდაბალი რიტორიკა მკვეთრად ეწინააღმდეგება მის შედეგებს, მას მუნდიალის 4 მატჩში უკვე 7 გოლი აქვს გატანილი და ინგლისის დაცვის გარღვევის შემთხვევაში, ხერდ მიულერისა და ხამეს როდრიგესის ტურნირის რეკორდების გამეორება შეუძლია. ნორვეგიის მწვრთნელმა სტოლე სოლბაკენმაც დაადასტურა, რომ ინგლისზე მეტი პასუხისმგებლობაა, თუმცა მოედანზე 11-11-ის წინააღმდეგ თამაშისას ეს ყველაფერი გაქრება. მაიამიში გასამართი ამ მატჩის გამარჯვებული ნახევარფინალში არგენტინა-შვეიცარიას შორის საუკეთესოს შეხვდება.