თბლისში მიმდინარე MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატზე, 79.4 კგ. წონით კატეგორიაში, მირზა გაჯიევი ფინალურ ბრძოლაში დამარცხდა.
ქართველმა ჩხუბი ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე გიმბატ მაგომედოვთან დათმო - მაგომედოვი მსოფლიო ჩემპიონად მსაჯების გადაწყვეტილებით გამოცხადდა.
საქართველოს ნაკრებისთვის მიმდინარე ტურნირზე ეს რიგით მე-5 მედალია - გია გატიკაშვილმა (იუნიორებში - 83.9 კგ.) და რომან ჩოჩიშვილმა (83.9 კგ.) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, გაჯიევის მსგავსად, ვერცხლის მედლებს კი ლექსო საბანაძე (იუნიორებში - 97+ კგ.) და მარიამ თოფურია (79.4 კგ.) დაეუფლნენ.
ჩვენი ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლის მოგების კიდევ ერთი და ამჯერად ბოლო შანსი 97+ კგ. წონით კატეგორიაში ექნება - გიორგი იმერლიშვილი უკრაინელ ოლეკსანდრ ხოდაკოვთან იჩხუბებს.