მირზა გაჯიევი თბილისში მიმდინარე MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატის 79.4 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში გავიდა.
ქართველმა მებრძოლმა 1/2 ფინალში უკრაინელ ბოგდან ვოლოშინს მსაჯების გადაწყვეტილებით აჯობა.
გაჯიევი ოქროს მედლისთვის ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე გიმბატ მაგომედოვთან იჩხუბებს.
მირზა გაჯიევი მე-3 ქართველია, ვინც მიმდინარე ტურნირზე ფინალის საგზური მოიპოვა - ლექსო საბანაძისა (იუნიორების +97 კგ.) და მარიამ თოფურიას (79.4 კგ.) შემდეგ.