ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

6 გარანტირებული მედალი MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატზე - ვის უნდა ვუგულშემატკივროთ 1/2 ფინალებში
ქართულიქართული
UFCUFC

6 გარანტირებული მედალი MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატზე - ვის უნდა ვუგულშემატკივროთ 1/2 ფინალებში

29 სექ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალურ ეტაპზე საქართველოს 5 წარმომადგენელი ეყოლება. შესაბამისად, ჩვენს დელეგაციას 5 მედალი აქვს განაღდებული.

მირზა გაჯიევმა, 79.4 კგ. წონით კატეგორიაში, ორი ბრძოლა მოიგო და ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში უკრაინელ ბოგდან ვოლოშინთან იჩხუბებს.

83.9 კგ. წონით კატეგორიაში, ასევე ორი ეტაპი გაიარა რომან ჩოჩიშვილმა, რომლის ხვალინდელი მეტოქე გერმანელი ოსკარ ზენევალდი იქნება.

97 კგ. წონით კატეგორიაში 1/4 ფინალურ ეტაპზე მხოლოდ 1 რაუნდი იჩხუბა გიორგი იმერლიშვილმა, რომელმაც პოლონელი მარეკ ვლოდარჩიკი მალევე დაანოკაუტა და 1/2 ფინალში ფრანგ ჟერემი დედეზე გავიდა.

იუნიორებს შორის, ასევე 97 კგ. წონით კატეგორიაში, სუპერ დამაჯერებლად გაიარა 1/4 ფინალური ეტაპი ლექსო საბანაძემ - უკრაინელ ვოლოდიმირ შჩერბანს ტექნიკური ნოკაუტით აჯობა. 20 წლის საბანაძე, ფინალში გადასასვლელად, სამხრეთ აფრიკელ მოჰამმედ მოტალას დაუპირისპირდება.

ქალებს შორის, 79.4 კგ. წონით კატეგორიაში, პირდაპირ 1/2 ფინალშია დაშვებული მარიამ თოფურია, რომელიც ხვალ ბულგარელ სილვია სპასოვასთან იჩხუბებს და ფინალში გასვლას შეეცდება.

თოფურიას მსგავსად, პირდაპირ 1/2 ფინალშია გია გათიკაშვილი, რომელიც, იუნიორებს შორის, 83.9 კგ. წონითი კატეგორიის ფინალის საგზურის მოსაპოვებლად იტალიელ დანიელ ბუჩურთან იჩხუბებს.

ასე რომ, საქართველოს ნაკრები თბილისში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გარანტირებულად 6 მედალს მოიპოვებს, დარჩენილ 3 დღეში კი მათი სინჯი გაირკვევა და ასევე ის, გვეყოლება თუ არა ახალი მსოფლიო ჩემპიონი ან ჩემპიონები.

ბრძოლები თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ოლიმპიურ სასახლეში ტარდება. გულშემატკივარს ადგილზე მისვლა და ქართველების ტრიბუნიდან მხარდაჭერა სრულიად უფასოდ შეუძლია. 30 სექტემბერს, 1/2 ფინალური ჩხუბები დილის 11:00 საათიდან დაიწყება. ჩემპიონატი 2 ოქტომბერს სრულდება.

ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

რომან ჩოჩიშვილი
ლექსო საბანაძე
გიორგი იმერლიშვილი
მირზა გაჯიევი
მარიამ თოფურია

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

იმერლიშვილმა ფინალი დათმო - MMA-ის მსოფლიო 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დავასრულეთ

•ქართული

ქართული

იმერლიშვილმა ფინალი დათმო - MMA-ის მსოფლიო 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დავასრულეთ
•ქართული

ქართული

საქართველოში MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატი 2026 და 2027 წლებშიც ჩატარდება

•ქართული

ქართული

საქართველოში MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატი 2026 და 2027 წლებშიც ჩატარდება
•ქართული

ქართული

ისევ ოქროს გარეშე - გაჯიევი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

•ქართული

ქართული

ისევ ოქროს გარეშე - გაჯიევი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია
•ქართული

ქართული

"ფიზიკურად ძალიან ძლიერი და ჩემზე 8 კგ.-ით მძიმე იყო" - თოფურია ფინალურ ბრძოლაზე

•ქართული

ქართული

"ფიზიკურად ძალიან ძლიერი და ჩემზე 8 კგ.-ით მძიმე იყო" - თოფურია ფინალურ ბრძოლაზე
•ქართული

ქართული

News image

02 ოქტ, 2025

იმერლიშვილმა ფინალი დათმო - MMA-ის მსოფლიო 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დავასრულეთ

News image

04 ოქტ, 2025