საქართველომ, ისტორიაში პირველად, MMA-ის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა. როგორც სპორტის სამინისტროს ინფორმაციიდან ვიგებთ, ტურნირი ჩვენს ქვეყანაში მომდევნო ორი წლის განმავლობაშიც ჩატარდება - 2026 და 2027 წლებში.
MMA-ის მსოფლიოს ჩემპიონატი იუნიორებსა და სენიორებს შორის 27 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. ქართველმა მებრძოლებმა 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს - ვერცხლს მირზა გაჯიევი (79.4 კგ.), მარიამ თოფურია (79.4 კგ.), გიორგი იმერლიშვილი (97 კგ.) და ლექსო საბანაძე (იუნიორებში - 97 კგ.) დაეუფლნენ, ბრინჯაოს მედლები კი რომან ჩოჩიშვილსა (83.9 კგ.) და გია გათიკაშვილს (იუნიორებში - 83.9 კგ.) ერგოთ.
IMMAF-ის პრეზიდენტ კერიტ ბრაუნის შეფასებით, საქართველომ შეჯიბრებას მაღალ დონეზე უმასპინძლა, რამაც შექმნა შესაძლებლობა, რომ ქვეყანამ მსოფლიო ჩემპიონატს მომდევნო წლებშიც უმასპინძლოს.