თბილისში მიმდინარე MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატზე, 79.4 კგ. წონით კატეგორიაში, მარიამ თოფურია ფინალში ინგლისელ ალანა პრიჩარდთან დამარცხდა.
ბრძოლა უკვე 4-გზის მსოფლიო ჩემპიონ პრიჩარდის უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ, მსაჯებმა გამარჯვებულად ის გამოაცხადეს.
შედეგად, საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე ტურნირზე რიგით მე-4 მედალი გაიფორმა - გია გატიკაშვილმა (იუნიორებში - 83.9 კგ.) და რომან ჩოჩიშვილმა (83.9 კგ.) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, ლექსო საბანაძე (იუნიორებში - 97+ კგ.) და მარიამ თოფურია კი ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ.