ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გამართულ ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე, იური ლომაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
72 კგ. წონით კატეგორიაში, ლომაძემ საკვალიფიკაციო ეტაპზე 1 შეხვედრა მოიგო, 1/4 ფინალში ხორვატი პაველ პუკლავეჩი 11:0 გაანადგურა, ხოლო 1/2 ფინალში თურქ ჯენგიზ არსლანს 3:2 აჯობა და ფინალში ასპრეზობის უფლება მიიღო.
ქართველი ფინალში შეხვდა 31 წლის ფრანგ იბრაჰიმ ღანემს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი (2023) და უკვე ევროპის ბოლო 2 წლის ჩემპიონია (2025; 2026). სატიტულო დაპირისპირება ფრანგმა 4:0 მოიგო.
შედეგად, იური ლომაძემ ევროპის ჩემპიონატებზე კარიერაში მე-3 მედალი მოიპოვა - 2 ვერცხლი (2020; 2026) და ბრინჯაო (2024).
ჩვენმა ნაკრებმა ტურნირი 5 მედლით დაასრულა - ლომაძის მსგავსად, ვერცხლის მედლები მოიგეს ვახტანგ ლოლუამ (55 კგ.) და რამაზ ზოიძემ (77 კგ.), ხოლო დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ.) და გელა ბოლქვაძე (82 კგ.) ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.