VIDEO: რეიდი და უძლიერესი დარტყმა - აშორტიამ ახალ სეზონში პირველად გაიტანა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ონდიჯანის შემტევმა, იმედა აშორტიამ უზბეკეთის სუპერ ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა - თავი ყოფილ გუნდთან გამოიჩინა, რომელშიც გასულ სეზონში თამაშობდა.
მე-4 ადგილოსან ბუნიოდქორთან გასვლით მატჩში, აშორტიამ ანგარიში მე-6 წუთზე სოლო რეიდისა და შორიდან ლამაზი დარტყმის შემდეგ გახსნა, საბოლოოდ კი მისმა გუნდმა 3:1 მოიგო და სეზონში მე-3 გამარჯვება იზეიმა.
ქართველმა გარემარბმა, რომელმაც გასული სეზონის 30 მატჩში 10 გოლი და 2 ასისტი მიითვალა (სწორედ ბუნიოდქორში თამაშობდა), სუპერ ლიგის წლევანდელ გათამაშებაში 2 საგოლე მოქმედება მოაგროვა - 1 გოლი და 1 ასისტი.
9 ტურის შემდეგ, ონდიჯანს 10 ქულა აქვს და გასავარდნ ზონას თავი დააღწია. მომდევნო ტურში, 28 აპრილს, სწორედ გასავარდნი ზონის ერთ-ერთ წარმომადგენელ 8-ქულიან დინამო სამარყანდს უმასპინძლებენ.