VIDEO: სეზონში მე-3 გოლი - ტაბატაძემ ჯიღაურის გუნდს გაუტანა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
თომა ტაბატაძემ უზბეკეთის სუპერ ლიგის 2026 წლის სეზონში მე-3 გოლი გაიტანა. მისმა გუნდმა ჯაბა ჯიღაურის ყიზილყუმთან სტუმრად 1:2 წააგო.
ქოქონდის ქართველმა თავდამსხმელმა, მატჩში ანგარიში მე-10 წუთზე გახსნა - მიმდინარე სეზონში აქამდე ნასაფ ყარშისა და ფახთაქორს გაუტანა. გასულ სეზონში 29 თამაშში 6 გოლი შეაგდო.
ტაბატაძე 70-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ყიზილყუმის მხარეს ჯაბა ჯიღაურმა 88 წუთი ითამაშა. ჯაბას მიმდინარე ჩემპიონატში 2 გოლი აქვს გატანილი.
9 ტურის შემდეგ, ქოქონდს კვლავ 8 ქულა აქვს და გასავარდნ ზონასთან იმყოფება, ყიზილყუმმა კი 12 მოაგროვა და ზედა ხუთეულს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.
მომდევნო ტურში, ქოქონდი სუპერ ლიგის თანალიდერ (ფახთაქორთან ერთად) ნეფტჩი ფრაგონას ესტუმრება, ხოლო ყიზილყუმი მასსავით 12-ქულიან ხორაზმ ურგანჩს უმასპინძლებს - ორივე მატჩი 29 აპრილსაა.