VIDEO: მანუმ გაიმარჯვა - მისმა მონაკომ თოკოს ბარსა პლეი-ოფს მიღმა დატოვა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
თორნიკე შენგელიას ბარსელონა, ევროლიგის პლეი-ინის გადამწტვეტ მატჩში, მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილ მონაკოსთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა - 70:79.
ფრანგებმა საწყის ორ მეოთხედში 14-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, რაც ბარსამ მესამე მეოთხედში 5-მდე დაიყვანა, თუმცა ბოლო მეოთხედი ისევ მარკოიშვილის გუნდის უპირატესობით წარიმართა და საბოლოო გამარჯვებაც მათ დარჩათ.
"როდესაც ცვლილებები მოხდა, სირთულეები იყო, ყველაფერი ძალიან რთული ჩანდა, ზოგიერთ მომენტში შეუძლებელიც კი. თუმცა, თავდადების წყალობით, ბიჭებს რწმენა არ დაუკარგავთ და იბრძოლეს უფრო დიდი რამისთვის, ვიდრე შესაძლებელი იყო.
ეს ნამდვილად, ნამდვილად, ნამდვილად საამაყოა. დიდი ხანია ასეთი დაცვა არ გვითამაშია. დღეს ეს ნამდვილი პლეი-ოფის დაცვა იყო - მათ 70 ქულა ჩააგდეს და რთული ვითარებიდან სროლა უწევდათ. ჩვენი წარმატების გასაღები ეს იყო", - განაცხადა მანუმ მატჩის დასრულებისთანავე.
რაც შეეხება შენგელიას, 14 ქულა, 7 მოხსნა, 3 ასისტი და 2 ჩაჭრა ჰქონდა, მისმა ეფექტიანობის ინდექსმა 19 შეადგინა, რაც ბარსელონელთა მხარეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.
მონაკო ევროლიგის პლეი-ოფში ზედიზედ მეხუთე სეზონში გავიდა და ამჯერად იქ ბერძნულ ოლიმპიაკოსს შეხვდება. საწყისი ორი მატჩი პირეოსში - 28 და 30 აპრილს.