უეფას ჩემპიონთა ლიგაზე პლეიოფის განმეორებითი მატჩები გაიმართება. დღეს გაირკვევა 4 გუნდი, რომელიც ბრძოლას მომდევნო ეტაპზე გააგრძელებს.
მილანი - ფეიენოორდი (21:45)
ადრე გამოტანილ შეხვედრაში მილანი სან სიროზე ფეიენოორდს მიიღებს. პირველი თამაში როტერდამელთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა, გოლი იგორ პაიშაომ გაიტანა. როსონერის 1/8 ფინალში გასასვლელად საკუთარ მოედაზნე ქამბექი სჭირდება.
სავარაუდო შემადგენლობები
მილანი - მენიო; უოკერი, ტომორი, პავლოვიჩი, ერნანდესი; ფოფანა, რეინდერსი; პულიშიჩი, ჟოაო ფელიქსი, რაფაელ ლეაო, ხიმენესი
ფეიენოორდი - ველენროიტერი; რიდი, ბეელენი, ჰანცკო, სმალი; მოდერი, მილამბო; ჰაჯ მუსა, ივანუშეცი, პაიშაო; კარანსა
ატალანტა - ბრიუგე (23:59)
ორი მატჩის ჯამში ქამბექი კიდევ ერთ იტალიურ გუნდს სჭირდება. ატალანტა ბერგამოში ბრიუგეს უმასპინძლებს. პირველ შეხვედრაში ბელგიელებმა ჟუტგლასა და ნილსონის გოლებით 2-1 იმარჯვეს, თანაც ატალანტამ ეს მატჩი ბოლო წუთზე წააგო, ასე რომ მათთვის ეს შედეგი ორმაგად დასანანია.
სავარაუდო შემადგენლობები
ატალანტა - კარნეზეკი; პოში, ჯიმსიტი, კოლაშინაცი; ბელანოვა, დე როონი, ედერსონი, ძაპაკოსტა; დე კეტელაერი, პაშალიჩი; ლუკმენი
ბრიუგე - მინოლე; სეისი, ორდონიესი, მეშელი; დე კუიპერი; ონიედიკა, იაშარი; ტალბი, ვანაკენი, ცოლისი; ჟუტგლა
ბენფიკა - მონაკო (23:59)
საკუთარ კედლებში უპირატესობის შენარჩუნებასა და მომდევნო ეტაპზე გასვლას შეეცდება ლისაბონის ბენფიკა, რომელიც მონაკოს მიიღებს. პირველი მატჩი პავლიდის ერთადერთი გოლით დასრულდა და პორტუგალიელებმა განმეორებითი შეხვედრის წინ მინიმალური უპირატესობა შეიქმნეს.
სავარაუდო შემადგენლობები
ბენფიკა - ტრუბინი; არაუხო, ანტონიო სილვა, ოტამენდი, კარერასი; ბარეირო, ქიოქჩუ, ამდუნი; აქთიურქღლუ, პავლიდისი, შიელდერუპი
მონაკო - მაიეცკი; დიატა, სალისუ, კერერი, ენრიკე; აკლიუში, კამარა, მინამინო, ბენ სეგირი; ემბოლო, ბირეტი
ბაიერნი - სელტიკი (23:59)
მინიმალური სხვაობით მოიგო პირველი შეხვედრა ბაიერნმაც, რომელმაც გლაზგოში სელტიკი 1-2 დაამარცხა მაიკლ ოლისესა და ჰარი კეინის გოლებით. ვინსენ კომპანის გუნდი ამჯერად ალიანც არენაზე დაუხვდება შოტლანდიელებს და 1/8 ფინალის საგზურის განაღდებას გართულებების გარეშე შეეცდება.
სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი - ნოიერი; სტანისიჩი, უპამეკანო, კიმი, გერეირო; კიმიხი, პავლოვიჩი; ოლისე, მუსიალა, სანე; კეინი
სელტიკი - შმეიხელი; ჯონსტონი, კარტერ-ვიკერსი, ტრასტი, ტეილორი; მაკგრეგორი; ენგელსი, ჰატატე; ქიუნი, მაედა, ჟოტა
სპორტის გურუს ჩემპიონთა ლიგა დაემატა