ლუჩანო სპალეტის წასვლის შემდეგ, იტალიის ნაკრები შესაძლოა ჯენარო გატუზოს ჩააბარონ.
ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ნაკრების გაწვრთნა კლაუდიო რანიერიმ და სტეფანო პიოლიმ იუარეს, დანიშვნის მთავარ ფავორიტად სწორედ გატუზო გამოიკვეთა.
ასევე განიხილებიან დანიელე დე როსი და ფაბიო კანავაროც - იტალიის ფეხბურთის ფედერაციას 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი გუნდის ერთ-ერთი წევრის დანიშვნა სურს მთავარ მწვრთნელად.
გატუზოს უკანასკნელი სამუშაო ადგილი ხორვატული ჰაიდუკი იყო, რომლიდანაც ის ამ თვეში გაათავისუფლეს.