კლაუდიო რანიერიმ იტალიის ნაკრების გაწვრთნა იუარა.
ლუჩანო სპალეტის გაშვების შემდეგ, რანიერი ნაკრებში დანიშვნის მთავარ კანდიდატად მოიაზრებოდა.
„იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ გრავინას შემოთავაზებისთვის მადლობას ვუხდი, ეს ჩემთვის დიდი პატივია. თუმცა, ყველაფერი გადავიაზრე და გადავწყვიტე, რომაში ჩემს თანამდებობაზე დავრჩე.
ფრიდკინები [რომას მფლობელები] ჩემს ნებისმიერ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, მაგრამ ეს ჩემი არჩევანია, მხოლოდ ჩემი." - აღიშნა რანიერიმ.