სერია ა-ს მე-4 ტურში უდინეზე სტადიო ფრიულიზე მილანის ინტერს უმასპინძლებს. როგორც გამოცემა Corriere dello Sport წერს, სავარაუდოდ, ამ მატჩშიც არ შედგება გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი.
სტატიაში აღნიშნულია:
ჩაკვეტაძე ლაციოსთან შეხვედრაში განაცხადში კი იყო, თუმცა ჯერჯერობით მისი მიზანი მხოლოდ გუნდთან ერთად ყოფნაა და მოედანზე გასვლის პერსპექტივა არ აქვს.
27 წლის ქართველი ფეხბურთელი კლუბს გასულ ზაფხულს შეუერთდა. ტრავმის გამო მას მოსამზადებელი ეტაპი გაუცდა, თუმცა გუნდთან ერთად სავარჯიშო პროცესი უკვე განაახლა და სერია ა-ს მესამე ტურში რომის ლაციოსთან მატჩი სათადარიგოთა სკამიდან გაატარა.
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი ტრავმების გამო ტოპ ლიგაში მხოლოდ 27 წლის ასაკში მოხვდა. მანამდე მას ბელგიურ გენტში (2017-24), ბუნდესლიგა 2-ის ჰამბურგში (2022), ბრატისლავის სლოვანსა (2022-23) და ინგლისის ჩემპიონშიფის უოტფორდში (2024-26) უთამაშია.