იტალიის სერია ა-ს მესამე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის უდინეზე ლაციოს დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.
ქართველი ფეხბურთელი ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა გუნდს და სათადარიგო სკამზე იმყოფებოდა, თუმცა მწვრთნელმა სათამაშო დრო არ მისცა.
მატჩის შემდეგ უდინეზეს მთავარმა მწვრთნელმა, კოსტა რუნიაიჩმა ჩაკვეტაძის მდგომარეობაზე ისაუბრა:
გიორგი ჩაკვეტაძეს სეზონის დაწყებამდე გამართულ ამხანაგურ შეხვედრებში ერთი წუთიც არ უთამაშია. თუ მშვიდად ვიმუშავებთ, გამოჩნდება, როდის შეძლებს მოედანზე დაბრუნებას.
ჩაკვეტაძის სამატჩო განაცხადში შეყვანა და ოფიციალურ შეხვედრაში მისი გასახდელში ყოფნა სასიამოვნო იყო. სანაკრებო პაუზის შემდეგ ბევრად უკეთეს ფორმაში იქნება.
სანაკრებო პაუზის დროს საქართველოს ნაკრები 25 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას, 28 სექტემბერს უკრაინას, 2 ოქტომბერს უნგრეთს და 5-ში კვლავ ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება.
რაც შეეხება უდინეზეს, რუნიაიჩის გუნდი ახალ სეზონში პირველად დამარცხდა, 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციას იკავებს.