მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
25 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 1-ის 22-ე ტურში ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო მატჩები გაიმართება.
მარსელი - სენტ-ეტიენი (20:00)
ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენი ველოდრომზე მარსელს ესტუმრება. აფიშით ეს 2 ისტორიული კლუბის დაპირისპირებაა, თუმცა გუნდები დღეს განსხვავებულ სიტუაციაში არიან.
სენტ-ეტიენი 18 ქულით მე-16 პოზიციაზეა და უმაღლეს დივიზიონში დასარჩენად იბრძვის, მარსელი კი 43 ქულით მე-2 ადგილზეა. მართალია პსჟ-სთან ჩამორჩენა 10 ქულაა, თუმცა რობერტო დე ძერბის გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება დიდი მიღწევა იქნება.
დღეს ზურიკო დავითაშვილი 24 წლის გახდა, ასე რომ, ქართველი შეეცდება საკუთარ თავს საჩუქარი გაუკეთოს და ოლიმპიკს გოლი გაუტანოს. მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 7 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
ტულუზა - პსჟ (00:05)
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ტულუზას ეწვევა. როგორც აღვნიშნეთ, პარიზელები 10-ქულიანი უპირატესობით სატურნირო ცხრილს ლიდერობენ, ტულუზა კი 27 ქულით მე-10 ადგილზეა.
ხვიჩაც 24 წლის რამდენიმე დღის წინ გახდა და ისიც შეეცდება, რომ წინა ტურში მონაკოსთან გახსნილი გოლების ანგარიში გააგრძელოს.
ჩემპიონთა ლიგაზე ბრესტთან ის სათადარიგო სკამზე დარჩა, თუმცა ტულუზასთან მატჩისთვის Le Parisien-ს ის სავარაუდო სასტარტო თერთმეტეულში ჰყავს.
მონპელიე - ლიონი (16 თებერვალი, 18:00)
ამ ტურში თავის მატჩს გამართავს კიდევ ერთი ქართველი გიორგი მიქაუტაძის სახით. მისი ლიონიც სტუმრად ჩაატარებს თამაშს, მეტოქე კი მონპელიე იქნება, რომელიც 15 ქულით ბოლო, მე-18 ადგილზეა. ოლიმპიკი კი 33 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს.
მიქაუტაძის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა, ხვიჩას მსგავსად მანაც თავისი ბოლო გოლი წინა ტურში, რეიმსთან მატჩში გაიტანა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები