ჯეილენ ბრანსონი 2026 წლის NBA-ის ფინალების MVP გახდა.
ნიუ-იორკ ნიქსის კაპიტანმა სან ანტონიო სპურსთან სერიის დამაგვირგვინებელ შეხვედრაში 45 ქულა ჩააგდო და კიდევ ერთ შთამბეჭდავ ქამბექს ჩაუყარა საფუძველი.
სერიაში მისი საშუალო მაჩვენებელი 32.6 ქულას შეადგენდა. იმ საღამოს, როდესაც ნიუ-იორკის შეტევაში ბევრი არაფერი გამოდიოდა, ბურთის ბრანსონის ხელში ჩაბარება კვლავ ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილება აღმოჩნდა.
45 ქულა მაიკლ ჯორდანის რეკორდს გაუტოლდა - ეს არის ყველაზე მეტი ქულა, რომელიც სტუმრად ჩატარებულ მატჩში ტიტულის მოსაპოვებლად გადამწყვეტ შეხვედრაში ჩაგდებულა.
ფინალების MVP-ის არჩევა სრულიად ერთსულოვანი იყო, ხმის მიმცემმა 11-ვე წევრმა ბრანსონი აირჩია.
ის გახდა მხოლოდ მე-4 მოთამაშე, რომელმაც NBA-ის დრაფტის მე-2 რაუნდში არჩევის შემდეგ ფინალების MVP-ის ჯილდო მოიპოვა.
ის ამ მხრივ ნიქსის ლეგენდას უილის რიდს (1970, 1973), დენის ჯონსონსა (1979) და ნიკოლა იოკიჩს (2023) გაუტოლდა.
საბოლოო სირენის შემდეგ ბრანსონი მამასთან, ნიქსის ასისტენტ მწვრთნელთან და ყოფილ კალათბურთელ რიკ ბრანსონთან ერთად აღნიშნავდა წარმატებას.
ამ ისტორიული გზის გაზიარება მას თავისი კოლეჯის მეგობრების, მიქალ ბრიჯესისა და ჯოშ ჰარტის გვერდითაც შეეძლო.
ეს ყველაფერი ისაა, რაზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი.
ნიუ-ჯერსიში დაბადებული ბრანსონი ნიქსში მე-4 სეზონს ატარებს, მას შემდეგ, რაც თავისუფალი აგენტის სტატუსით დალას მავერიკსი დატოვა.
2 წლის წინ მან კლუბს დამატებითი დახმარებაც გაუწია, როდესაც გარანტირებულ კონტრაქტში 113 მილიონ დოლარზე უარი თქვა, რათა გუნდის ირგვლივ კონკურენტუნარიანი შემადგენლობის შექმნა გამარტივებულიყო.
ბრანსონის ეპოქაშიც ნიქსს არაერთი იმედგაცრუება გადაუტანია, თუმცა სწორედ ეს გამოცდილება გახდა ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც გუნდი სპურსისგან გამიჯნა.
ტალანტებით სავსე ახალგაზრდა სან ანტონიოს გუნდი ხშირად კარგავდა კონცენტრაციას, როგორც კი ორნიშნა უპირატესობას მოიპოვებდა, მაშინ როცა ნიქსმა ზუსტად იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა.
ბრანსონის მიმართ სკეპტიკოსებიც მრავლად იყვნენ. მათ შორის იყო WNBA-ის სამგზის ჩემპიონი მწვრთნელიც, რომელსაც არ სჯეროდა, რომ მისი ფიზიკური მონაცემებისა და სათამაშო სტილის მქონე მოთამაშე გუნდს ჩემპიონობამდე მიიყვანდა.
ბრანსონმა ყველა ეჭვი გააქარწყლა. ის ფინალების განმავლობაში ყველაზე სტაბილური მოთამაშე იყო, რომელიც მშვიდად და თავდაჯერებულად უძღვებოდა ნიქსის ერთ ქამბექს მეორის შემდეგ.
VIDEO: 1973 წლის შემდეგ პირველად - ნიუ იორკ ნიქსი NBA-ის ჩემპიონია