• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
VIDEO: 1973 წლის შემდეგ პირველად - ნიუ იორკ ნიქსი NBA-ის ჩემპიონია
კალათბურთიკალათბურთი

VIDEO: 1973 წლის შემდეგ პირველად - ნიუ იორკ ნიქსი NBA-ის ჩემპიონია

14 ივნ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

NBA-ის 2025-26 წლების სეზონის გამარჯვებული ნიუ იორკ ნიქსი გახდა - ფინალურ სერიაში სან ანტონიო სპერსს 4:1 მოუგეს.


მაიკ ბრაუნის გუნდმა ტექსასელებს სერიის მე-5 შეხვედრაშიც ქამბექით აჯობა - მასპინძლები 16 ქულით წინ იყვნენ, თუმცა ნიქსის კალათბურთელებმა ბოლო მეოთხედი ბევრად უკეთესად ჩაატარეს და 94:90 გაიმარჯვეს.


სუპერ მატჩი ჩაატარა ჯეილენ ბრანსონმა, რომელმაც გუნდს 45 ქულა, 3 მოხსნა, 3 ასისტი შესძინა; 14 ქულა, 2 მოხსნა, 4 ასისტი ჰქონდა მიკალ ბრიჯისს; ჯოშ ჰარტმა ორმაგი დუბლი მიითვალა - 13 ქულა, 11 მოხსნა, 2 ასისტი; ხოლო ოგუგუა ანუნობის ანგარიშზე 11 ქულა, 8 მოხსნა გახლდათ. რაც შეეხება კარლ-ენტონი თაუნსს მხოლოდ 2 ქულა ჩაიწერა აქტივში, 10 მოხსნასა და 1 ასისტთან ერთად.


ჯეილენ ბრანსონი ნიუ იორკის ისტორიაში ფინალური სერიის მატჩებში საუკეთესო მექულეა - აქამდე ეს რეკორდი ეკუთვნოდა ვილის რიდს, რომელმაც 1970 წლის ფინალური სერიის მე-3 თამაშში ლოს ანჯელეს ლეიკერსს 38 ქულა ჩაუგდო.


შედეგად, დიდი ვაშლის ქალაქის წარმომადგენლებმა 4-დან 3 თამაში სტუმრად მოიგეს, ერთხელ კი მედისონ სქუეარ გარდენში მიაღწიეს წარმატებას და ნანატრი ჩემპიონობა ასე გაიფორმეს - ნიუ იორკ ნიქსმა NBA-ის საჩემპიონო ტიტული ისტორიაში მესამედ, 1973 წლის შემდეგ კი პირველად მოიპოვა.


ნიქსმა აღმოსავლეთ კონფერენციის რეგულარული სეზონი მე-3 ადგილზე დაასრულა, პლეი-ოფის პირველ ეტაპზე ატლანტა ჰოუქსი 4:2 დაამარცხა, რის შემდეგაც ფილადელფიასა და კლივლენდს 4:0-ები მოუგო, სუპერ ფინალში კი სან ანტონიოსთან 4:1 გაიმარჯვა.


გუნდს პლეი-ოფში 13-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა, რაც NBA-ის ისტორიაში მე-2 შედეგია - გოლდენ სტეიტ უორიორსმა 2017-ის პლეი-ოფში მიჯრით 15 გამარჯვება იზეიმა.


ნიუ იორკ ნიქსი ლარი ო'ბრაიენის სახელობის საჩემპიონო ჯილდოს 1970; 1973 და 2026 წლებში დაეუფლა და მაიამის, დეტროიტისა და ფილადელფიას მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სან ანტონიო 5-გზის ჩემპიონია, ჩიკაგოს 6 ჩემპიონობა აქვს, გოლდენ სტეიტს - 7, ლეიკერსს - 17, ხოლო ბოსტონს - 18.


აღნიშნული 3 ჩემპიონობის გარდა, ნიქსს 7 ფინალი აქვს წაგებული. რაც შეეხება სან ანტონიოს, გუნდმა NBA-ის სუპერ ფინალში მეშვიდედ იასპარეზა და მეორედ დამარცხდა.


VIDEO: ისტორიაში უდიდესი ქამბექი - ნიქსმა სპერსს საოცარი სცენარით მოუგო


ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

კალათბურთი ნბა
კალათბურთი
ნიუ იორკ ნიქსი
სან ანტონიო
თაუნსი
ვემბანიამა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

News image

08 აგვ, 2026

ნაკრების სრული კრახი დგებუაძის ზღაპრულ მატჩში - როგორ მოახერხეს ეს?!

News image

12 აგვ, 2026

საოცარი წყვილები - NBA-ში საშობაო მატჩების განრიგი ცნობილია

News image

19 სთ წინ

VIDEO: დაგეგმილი გამარჯვება - საქართველომ ისრაელი დამაჯერებლად დაამარცხა

News image

19 სთ წინ

ისტორიული დღე ბარსელონასთვის

კომენტარები

ლინკის დაკოპირება

ნაკრების სრული კრახი დგებუაძის ზღაპრულ მატჩში - როგორ მოახერხეს ეს?!

•კალათბურთი

კალათბურთი

ნაკრების სრული კრახი დგებუაძის ზღაპრულ მატჩში - როგორ მოახერხეს ეს?!
•კალათბურთი

კალათბურთი

საოცარი წყვილები - NBA-ში საშობაო მატჩების განრიგი ცნობილია

•კალათბურთი

კალათბურთი

საოცარი წყვილები - NBA-ში საშობაო მატჩების განრიგი ცნობილია
•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: დაგეგმილი გამარჯვება - საქართველომ ისრაელი დამაჯერებლად დაამარცხა

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: დაგეგმილი გამარჯვება - საქართველომ ისრაელი დამაჯერებლად დაამარცხა
•კალათბურთი

კალათბურთი

ისტორიული დღე ბარსელონასთვის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ისტორიული დღე ბარსელონასთვის
•ფეხბურთი

ფეხბურთი