• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
VIDEO: ისტორიაში უდიდესი ქამბექი - ნიქსმა სპერსს საოცარი სცენარით მოუგო
კალათბურთიკალათბურთი

VIDEO: ისტორიაში უდიდესი ქამბექი - ნიქსმა სპერსს საოცარი სცენარით მოუგო

11 ივნ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ნიუ იორკ ნიქსმა NBA-ის ფინალების ისტორიაში უდიდესი ქამბექი შეასრულა და სან ანტონიო სპერსთან სერიაში 3:1 დაწინაურდა.


მედისონ სქუეარ გარდენში გამართული მატჩი მასპინძლებმა საშინლად დაიწყეს, ტექსესელები კი ფანტასტიკურად გამოიყურებოდნენ - პირველი მეოთხედი 19-ქულიანი სხვაობით დასრულდა, დიდ შესვენებაზე კი გუნდები 27-ქულიანი სხვაობით გავიდნენ (49:76). 


მესამე პერიოდის სტარტზე სპერსის უპირატესობა 29 ქულამდე გაიზარდა, რის შემდეგაც ნიქსი ჯერ 20-ქულიან ზღვარში შევიდა, ბოლო მეოთხედის წინ კი -15 ჰქონდა, თუმცა პერიოდის დასაწყისშივე -20-ით ჩამორჩა.


ამის შემდეგ დარბაზში და ტელეეკრანებთან მყოფმა მაყურებელმა საოცარი განვითარება იხილა - მაიკ ბრაუნის გუნდმა თამაში თანდათან დაქაჩა და შეხვედრაში წინ პირველად სირენამდე 82 წამით ადრე გავიდა (105:104), რის შემდეგაც სტეფონ ქასლმა 2 საჯარიმო ჩააგდო და სტუმრები ისევ დაწინაურდნენ... დამთავრებამდე 5.7 წამი რჩებოდა, როცა ნიქსს ბურთი გადაეცა, ჯეილენ ბრანსონმა სამქულიანი ვერ ჩააგდო, თუმცა დამატებაზე ოგუგუა ანუნობი გაფრინდა და გასაოცარი სირთულის ეპიზოდი ოქროს 2-ქულიანით დაასრულა. სპერსს შესატევად 1.2 წამი დარჩა, ვერ ჩააგდეს და ისტორიაში უდიდესი ქამბექი შედგა - 107:106.


NBA-ის ფინალების ისტორიაში პირველად მოხდა, როცა გუნდი 29 ქულით მარცხდებოდა და თამაშის მოგება მოახერხა.


ბრანსონმა გამარჯვებაში წვლილი 36 ქულით, 5 მოხსნითა და 7 ასისტით შეიტანა; სუპერ მატჩი ჰქონდა მთავარ გმირ ოჯი ანუნობის, რომელმაც ოქროს 2-ქულიანამდე, ასევე ბოლო წამებზე, უმნიშვნელოვანესი დაფარებაც შეასრულა - 33 ქულა, 4 მოხსნა, 1 ასისტი; ხოლო კარლ-ენტონი თაუნსმა 13 ქულა, 10 მოხსნა, 2 ასისტი მიითვალა.


სპერსის მხარეს ორმაგი დუბლი შეასრულა ვიქტორ ვემბანიამამ - 24 ქულა, 13 მოხსნა, 1 ასისტი, 3 დაფარება; დილენ ჰარპერმა 21 ქულა, 4 მოხსნა, 3 ასისტი ჩაიწერა აქტივში; დე'აარონ ფოქსსა და დეივინ ვასელს 18-18 ქულა ჰქონდათ; სტეფონ ქასლმა კი 13 ქულა ჩააგდო.


შედეგად, დიდი ვაშლის ქალაქის წარმომადგენლები სერიაში 3:1 დაწინაურდნენ და ნანატრ ბეჭდებამდე 1 გამარჯვება აშორებთ. მომდევნო თამაში სან ანტონიოშია - 14 ივნისის 04:30 საათზე.


VIDEO: სპერსი თამაშშია - ვემბიმ ნიუ იორკს 13-მატჩიანი მოგებათა სერია შეაწყვეტინა


ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

კალათბურთი ნბა
კალათბურთი
თაუნსი
ვემბანიამა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ახალი კონტრაქტი სან ანტონიოსთან - ვემბანიამა დათმობაზე წავიდა

•კალათბურთი

კალათბურთი

ახალი კონტრაქტი სან ანტონიოსთან - ვემბანიამა დათმობაზე წავიდა
•კალათბურთი

კალათბურთი

კალათბურთის ვეტერანთა ევრო - საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა

•კალათბურთი

კალათბურთი

კალათბურთის ვეტერანთა ევრო - საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა
•კალათბურთი

კალათბურთი

დუბაი თორნიკე შენგელიას გადაბირებას ცდილობს

•კალათბურთი

კალათბურთი

დუბაი თორნიკე შენგელიას გადაბირებას ცდილობს
•კალათბურთი

კალათბურთი

ფევაძე ბურგოსში - სუპერლიგის MVP ესპანეთში გადავიდა

•კალათბურთი

კალათბურთი

ფევაძე ბურგოსში - სუპერლიგის MVP ესპანეთში გადავიდა
•კალათბურთი

კალათბურთი

News image

11 ივლ, 2026

ახალი კონტრაქტი სან ანტონიოსთან - ვემბანიამა დათმობაზე წავიდა

News image

13 ივლ, 2026

კალათბურთის ვეტერანთა ევრო - საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა

News image

17 ივლ, 2026

დუბაი თორნიკე შენგელიას გადაბირებას ცდილობს

News image

21 ივლ, 2026

ფევაძე ბურგოსში - სუპერლიგის MVP ესპანეთში გადავიდა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება