ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

VIDEO: სპერსი თამაშშია - ვემბიმ ნიუ იორკს 13-მატჩიანი მოგებათა სერია შეაწყვეტინა
კალათბურთიკალათბურთი

VIDEO: სპერსი თამაშშია - ვემბიმ ნიუ იორკს 13-მატჩიანი მოგებათა სერია შეაწყვეტინა

09 ივნ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

NBA-ის 2025-26 წლების სეზონის ფინალური სერიის მე-3 მატჩში, სან ანტონიო სპერსმა ნიუ იორკ ნიქსს სტუმრად მოუგო და სხვაობა შეამცირა - 1:2.


საწყისი ორივე საშინაო მატჩის წაგების შემდეგ, მიტჩ ჯონსონის გუნდმა მედისონ სქუეარ გარდენში პირველი მეოთხედი 11 ქულით მოიგო, თუმცა მეორეში 18-ქულიანი სხვაობით დამარცხდა და დიდ შესვენებაზე ნიქსი 7-ქულიანი უპირატესობით გავიდა.


მესამე პერიოდის საწყისი ნახევარი ტექსასელებმა ბევრად უკეთესად ითამაშეს, ლიდერობა მოიპოვეს და ხელიდან საფინალო სირენამდე აღარ გაუშვიათ - 115:111.


ნიუ იორკ ნიქსმა 23 აპრილისა და 13 მატჩის შემდეგ პირველად წააგო, რაც NBA-ის ერთი სეზონის პლეი-ოფში ისტორიულად მე-2 შედეგია - გოლდენ სტეიტ უორიორსმა 2017-ში მიჯრით 15 გამარჯვება იზეიმა.


ცხადია, მთავარი როლი ჰქონდა ვიქტორ ვემბანიამას, რომელმაც 32 ქულა, 8 მოხსნა, 6 ასისტი, 2 ჩაჭრა, 3 დაფარება მიითვალა; მაგარი მატჩი ჩაატარა და მნიშვნელოვანი ბურთები ჩააგდო სტეფონ ქასლმა - 23 ქულა, 5 მოხსნა, 5 ასისტი; დილენ ჰარპერს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - 13 ქულა, 9 მოხსნა, 4 ასისტი; ჟულიან შამპენმა და დე'აარონ ფოქსმა (3 მოხსნა, 8 ასისტიც) 12-12 ქულა ჩაიწერეს აქტივში; ხოლო დეივინ ვასელს 11 ქულა ჰქონდა.


რაც შეეხებათ მასპინძლებს, ჯეილენ ბრანსონმა 32 ქულა, 5 მოხსნა, 5 ასისტი მიითვალა, თუმცა რამდენიმე მომენტში მნიშვნელოვანი დაკარგვაც ჰქონდა (ჯამში 5), მესამე მეოთხედის შუიდან კი 4 ჯარიმით თამაშობდა... გამორჩეულად კარგი ოგუგუა ანუნობი გახლდათ - 28 ქულა, 5 მოხსნა, 1 ასისტი; ჯოშ ჰარტმა გუნდს 16 ქულა, 9 მოხსნა, 5 ასისტი შესძინა; ხოლო კარლ-ენტონი თაუნსმა - 11 ქულა, 8 მოხსნა, 1 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 2 დაფარება.


შედეგად, სან ანტონიო თამაშში დაბრუნდა, სერიაში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა მოედნის უპირატესობის დასაბრუნებლად, კიდევ ერთი გასვლითი გამარჯვება სჭირდება.


გუნდები შემდეგ მატჩს ისევ მედისონ სქუეარ გარდენში, 11 ივნისის 04:30 საათიდან გამართავენ, რის შემდეგაც მე-5 თამაში ფროსტ ბანკ სენთერში ჩატარდება - 14 ივნისის 04:30 საათზე.


VIDEO: ნიქსი შეუჩერებელია - მეორე გასვლითი გამარჯვება და სოლიდური უპირატესობა ფინალში


ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

კალათბურთი ნბა
კალათბურთი
თაუნსი
ვემბანიამა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

News image

17 ოქტ, 2026

გოგა სანდროსთან ლეიკერსში? - რა უშლის ხელს ამ ტრანსფერს?

News image

22 ოქტ, 2026

VIDEO: შერმადინის გუნდის წარმატებული გასვლა ევროთასზე

News image

22 ოქტ, 2026

რიდის შედეგიანი მატჩი ევროთასზე - რა მაჩვენებლები ჰქონდა?

News image

19 სთ წინ

ტრამპი ლებრონ ჯეიმსს აკრიტიკებს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება

გოგა სანდროსთან ლეიკერსში? - რა უშლის ხელს ამ ტრანსფერს?

•კალათბურთი

კალათბურთი

გოგა სანდროსთან ლეიკერსში? - რა უშლის ხელს ამ ტრანსფერს?
•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: შერმადინის გუნდის წარმატებული გასვლა ევროთასზე

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: შერმადინის გუნდის წარმატებული გასვლა ევროთასზე
•კალათბურთი

კალათბურთი

რიდის შედეგიანი მატჩი ევროთასზე - რა მაჩვენებლები ჰქონდა?

•კალათბურთი

კალათბურთი

რიდის შედეგიანი მატჩი ევროთასზე - რა მაჩვენებლები ჰქონდა?
•კალათბურთი

კალათბურთი

ტრამპი ლებრონ ჯეიმსს აკრიტიკებს

•კალათბურთი

კალათბურთი

ტრამპი ლებრონ ჯეიმსს აკრიტიკებს
•კალათბურთი

კალათბურთი