UFC 316-ზე შონ ო'მალისთან დაცული ტიტულის შემდეგ, მერაბ დვალიშვილი საქართველოში ჩამოდის. მასთან ერთად საქართველოს ნინა დრამა და მერაბის მწვრთნელი, ჯონ ვუდი ესტუმრებიან.
ვინ არის ნინა დრამა, რომელიც საქართველოს დვალიშვილთან ერთად ეწვევა?
ჯონ ვუდი ლას ვეგასში დაფუძნებული Syndicate MMA-ის მფლობელი და მთავარი მწვრთნელია. მისი გამოცდილება 20 წელზე მეტს ითვლის და ამ პერიოდში უამრავ ელიტურ ათლეტთან გადაკვეთილა მისი გზა.
მისმა შეუდარებელმა გამოცდილებამ UFC-ის ბევრ ჩემპიონსა თუ კონტენდერს გაუკვლია გზა, მათ შორის არიან დონალდ "კოვბოი" სერონე, ხალილ რაუნთრი, ნიკო მონტანიო და მერაბ დვალიშვილი.

როცა ოქტაგონზე გამარჯვებასთან მიდის საქმე, ჯონ ვუდი არის სახელი, რომელსაც მებრძოლები ენდობიან. Syndicate MMA-ის უამრავი ათლეტი მაღალ დონეზე ასპარეზობს MMA-ში და კონკრეტულად UFC-ში.
Syndicate MMA-ში ოთხი მთავარი ღირებულებაა, რომლისაც ყველას სჯერა:
ერთიანობა - ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ. ერთმანეთს მხარს ვუჭერთ და ერთად ვმუშაობთ საერთი მიზნისკენ.
კოლაბორაცია - ჩვენ გვჯერა გუნდური მუშაობის. ვუზიარებთ იდეებს, ვურთიერთობთ ღიად და გვჯერა ერთმანეთის შესაძლებლობების.
ძლიერება - ჩვენ ერთმანეთს ყოველდღიური განვითარებისკენ ვუბიძგებთ. ვვარჯიშობთ ბევრს, ვავითარებთ მენტალურ სიმტკიცეს და არასდროს ვნებდებით.
გამარჯვება - ჩვენ მივისწრაფვით ბრწყინვალებისა და გამარჯვებისკენ, როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად. ჩვენ არასდროს ვჯერდებით ჩვენს მაქსიმუმზე ნაკლებს.
ჯონ ვუდი მერაბ დვალიშვილთან და ნინა დრამასთან ერთად საქართველოს 11 ივნისს ეწვევა.
მანქანა საქართველოში ბრუნდება