ქართველი მოცურავე, ანა კალანდაძე ევროპის რეიტინგის ლიდერი გახდა.
ევროპის 25-მეტრიანი (მოკლე წყლის) განახლებული რეიტინგის მიხედვით, კალანდაძე მიმდინარე სეზონში 800 მ. თავისუფალი სტილით ცურვაში პირველ ადგილს იკავებს.
მნიშვნელოვანი ამბავია, რომ ქართული ცურვის ისტორიაში პირველად ხდება, როდესაც ქართველი მოცურავე ევროპის რეიტინგის უმაღლეს საფეხურზეა.
ამასთანავე, 400 მ. თავისუფალი სტილით ცურვაში ევროპის საუკეთესო სამეულშია და მე-3 პოზიციაზე იმყოფება.
ანა კალანდაძემ ეს მიღწევები ბაქოში, მსოფლიო თასზე დაფიქსირებული შედეგებით დაიმსახურა.
ფოტო: საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია