მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
კანის ლომების საერთაშორისო კრეატიული ფესტივალი არის წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენა მსოფლიო მარკეტერებისა და კრეატორების სამყაროში. საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც უკვე 70 წელზე მეტია ტარდება, საქართველო 2015 წლიდან შეუერთდა და ყოველ წელს სულ უფრო მეტი ახალგაზრდას ყურადღებას იპყრობს.
საქართველოში კონკურსი 27-30 მარტს გაიმართება, ადგილობრივი გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება კი 4 აპრილს შედგება. წელს კანის ლომების ფესტივალზე 334 გუნდი დარეგისტრირდა.
აღნიშნულ ფესტივალზე adjarabetarena იქნება ფილმის კატეგორიის წარმდგენი, ხოლო პიარის კატეგორიის მხარდამჭერი იქნება aPeople - აჭარაბეთის დამსაქმებლის ბრენდი. კომპანიის მიზანია ახალგაზრდებს მისცეს საკუთარი პოტენციალის გამოვლენის საშუალება და დაეხმაროს მარკეტერებს და კრეატორებს პროფესიული გამოცდილების მიღებაში.
ახალგაზრდებს ფესტივალის 6 კატეგორიაში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება: პრინტი, მარკეტერი, დიჯიტალი, ფილმი, დიზაინი და პიარი. უკვე ცნობილია ჟიურის წევრები კატეგორიების მიხედვით.
adjarabetarena და aPeople - კანის ლომების ფესტივალის მხარდამჭერები
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები