რომას ყოფილმა თავდამსხმელმა, ანტონიო კასანომ, ჩემპიონთა ლიგაში რომასა და რეალის მატჩის წინ ვინისიუსის თამაში შეაფასა.
იტალიელის აზრით, როდრიგო თანაგუნდელზე უკეთესი ფეხბურთელია და ძირითად შემადგენლობაში ადგილსაც მეტად იმსახურებს.
„ვინისიუსი უბრალოდ კარგი ფეხბურთელია. ჩემი აზრით, როდრიგო ბევრად უკეთესია. არ მესმის, რატომ საუბრობენ ვინისიუსზე გაცილებით მეტს, ვიდრე მის თანაგუნდელზე.
როცა საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში არ არის, ვინისიუსს თამაშის სხვა ვარიანტები აკლია. არც შეტევების დასრულებისას გამოირჩევა მაღალი ეფექტიანობით. გოლებს იტანს, მაგრამ სუპერვარსკვლავი არ არის.
ვფიქრობ, თუ როდრიგო ჯანმრთელია, ძირითად შემადგენლობაში სწორედ ის უნდა თამაშობდეს. მისი თამაში ბევრად მეტად მომწონს და მოუთმენლად ველი მის დაბრუნებას“, - თქვა კასანომ.