მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ბრაზილიელი ტალანტის, ენდრიკის ირგვლივ გავრცელებულ ჭორებს წერტილი დაუსვა.
მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა თავდამსხმელმა მოედანზე მხოლოდ 4 წუთი (ელჩეს წინააღმდეგ) გაატარა, რამაც მისი იჯარით გაშვების შესახებ საუბრები გაააქტიურა.
თუმცა, პორტუგალიელმა სპეციალისტმა მსგავსი სცენარი კატეგორიულად გამორიცხა:
დაივიწყეთ ეს. დაინტერესებულმა კლუბებმა ჯობია დაიცადონ, თორემ ტყუილად დაიღლებიან. ის საოცარი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია, რომელიც ძალიან მიყვარს და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია.
მოურინიომ ენდრიკის უთამაშებლობის მიზეზებიც ახსნა. მისი თქმით, ბრაზილიელმა პრესეზონის შემდეგ ტრავმა მიიღო, რის გამოც 4-5 კვირა გაუცდა და სეზონის სტარტი გამოტოვა.
„მას უკვე ვესაუბრე. ბოლო მატჩში მას უბრალოდ არ გაუმართლა, მოედანზე უნდა შემოსულიყო, თუმცა ზუსტად იმ წამს გოლი გავიტანეთ. როცა იგებ და თან კაცნაკლული რჩები, ნორმალურია, რომ მწვრთნელმა გადაწყვეტილება შეცვალოს და სხვა ვარიანტები განიხილოს,“ - განაცხადა მოურინიომ.