მადრიდის რეალსა და ვილიარეალს შორის გამართული მატჩის (1:0) შემდეგ, მადრიდელები მსაჯს მწვავედ აკრიტიკებდნენ.
მიზეზი თითქოს უსამართლო სტატისტიკა იყო: რეალმა 8 ჯარიმაში 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი მიიღო, ვილიარეალმა კი 13 ჯარიმაში მხოლოდ 2 გაფრთხილება.
თუმცა, არბიტრ დიას დე მერას ოფიციალურმა ოქმმა რეალის პრეტენზიები სრულად გააბათილა. როგორც ირკვევა, 5 ყვითელი ბარათიდან უშუალოდ უხეშობისთვის მხოლოდ ორი გაიცა (ჯუდ ბელინგემსა და იბრაჰიმა კონატეზე). დანარჩენი ბარათები პირდაპირ უდისციპლინობას უკავშირდება: ანტონიო რუდიგერი მსაჯთან კამათისთვის გააფრთხილეს, ხოლო კილიან მბაპე და ორელიენ ჩუამენი - დროის გაყვანისთვის.
ფეხბურთელების გარდა, კამათისთვის ბარათები ჟოზე მოურინიომ და კლუბის დელეგატმაც მიიღეს, მოურინიოს ასისტენტი ნუნუ და კოშტა კი პროტესტის გამო საერთოდ გააძევეს.
გამოდის, რომ რეალის მოთამაშეებისა და შტაბის წევრების დასჯის მთავარი მიზეზი არა ორმაგი სტანდარტები, არამედ ზედმეტი ემოციები და უდისციპლინობა იყო.
რაც შეეხება ვინისიუს ჯუნიორის წითელ ბარათს, ამ გადაწყვეტილებას თავად მადრიდული კლუბიც სამართლიანად მიიჩნევს.