მაიკლ კერიკმა განაცხადა, რომ მისი მომავლის შესახებ ყველაფერი ძალიან მალე გაირკვევა.
მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი ახლოსაა ახალ შეთანხმებასთან, რომელიც მას ოლდ ტრაფორდზე მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგაც დატოვებს.
44 წლის სპეციალისტმა მოლოდინს გადააჭარბა მას შემდეგ, რაც რუბენ ამორიმი შეცვალა. მან გუნდი პრემიერ ლიგაში მესამე ადგილზე აიყვანა და ჩემპიონთა ლიგის საგზური სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე გაინაღდა.
არსებული ინფორმაციით, მაგიდაზე დევს 2-წლიანი კონტრაქტი, კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების პერსპექტივით. Press Association-ის ცნობით, მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია და შესაძლოა ყველაფერი ოფიციალურად კვირას, ნოტინგემ ფორესტთან მატჩამდე გაფორმდეს.
კერიკმა აღნიშნა:
ჩემი მომავალი ძალიან მალე გადაწყდება. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს საკითხი სეზონის ბოლოსკენ გაირკვეოდა, ასე რომ, არაფერი შეცვლილა.