ერთა ლიგის A დივიზიონის ბოლო ტურში ხორვატიამ და პორტუგალიამ ქულები დაინაწილეს.
შეხვედრა სპლიტში გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.
რობერტო მარტინესმა უმოტივაციო მატჩში რონალდუ დაასვენა, ლუკა მოდრიჩმა კი მატჩი სასტარტოში დაიწყო და 78 წუთი ითამაშა.
33-ე წუთზე ანგარიში ვიტინიას პასით ჟოაო ფელიქსმა გახსნა, 65-ზე კი იოშკო გვარდიოლმა გაათანაბრა და თავის ნაკრებს ქულა გადაურჩინა.
პორტუგალიამ 14 ქულა დააგროვა და ჯგუფი დამაჯერებლად მოიგო, ხორვატიამ 8 ქულით მე-2 პოზიციას დაიკავა, შოტლანდია 7 ქულით მე-3 ადგილზე გავიდა, ჯგუფში ბოლო ადგილი კი პოლონეთს 4 ქულით ერგო.