ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა წარადგინა.
სიაში 26 ფეხბურთელი მოხვდა, კიდევ 7 მოთამაშე კი სათადარიგო ჯგუფშია შეყვანილი, რომელთაც საჭიროების შემთხვევაში ძირითად ბირთვში როტაციის შეტანა შეუძლიათ.
ხორვატთა მრავალნაცადი ძველი გვარდია კვლავ მწყობრშია, გუნდს კი სათავეში ლეგენდარული ლუკა მოდრიჩი უდგას.
მოდრიჩთან ერთად, შემადგენლობის წამყვან ძალას ისეთი გამოცდილი ვარსკვლავები წარმოადგენენ, როგორებიც არიან პერიშიჩი, პაშალიჩი, კრამარიჩი, კოვაჩიჩი და მეკარე ლივაკოვიჩი. მათ გვერდით არიან ახალი თაობისა და გუნდის დღევანდელი სახეებიც: იოშკო გვარდიოლი, ანტე ბუდიმირ იანესუჩიჩი.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ხორვატიის ნაკრების რესურსის სათანადოდ შეუფასებლობა ნებისმიერი მეტოქისთვის უდიდესი შეცდომა იქნება, რადგან ამ გუნდს უმაღლეს დონეზე ბრძოლის უზარმაზარი გამოცდილება აქვს.
სრული შემადგენლობა:
მეკარეები:
დომინიკ ლივაკოვიჩი, დომინიკ კოტარსკი, ივორ პანდური.
მცველები:
იოშკო გვარდიოლი, დუე ჩალეტა-ცარი, იოსიპ შუტალო, იოსიპ სტანიშიჩი, მარინ პონგრაჩიჩი, მარტინ ერლიჩი, ლუკა ვუშკოვიჩი.
ნახევარმცველები:
ლუკა მოდრიჩი, მატეო კოვაჩიჩი, მარიო პაშალიჩი, ნიკოლა ვლაშიჩი, ლუკა სუჩიჩი, მარტინ ბატურინა, კრისტიან იაკიჩი, პეტარ სუჩიჩი, ნიკოლა მორო, ტონი ფრუკი.
თავდამსხმელები:
ივან პერიშიჩი, ანდრეი კრამარიჩი, ანტე ბუდმირი, მარკო პაშალიჩი, პეტარ მუსა, იგორ მატანოვიჩი.
სათადარიგო სია:
ლოვრო მაიერი - ნახევარმცველი, ფრანიო ივანოვიჩი - თავდამსხმელი, დიონ დრენა ბელიო - თავდამსხმელი, ივან სმოლჩიჩი - მცველი, კარლო ლეტიცა - მეკარე, ადრიან სეგეჩიჩი - ნახევარმცველი, ლუკა სტოიკოვიჩი - ნახევარმცველი.