ატლეტიკო ლივერპულში შესუსტებული ჩადის.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მადრიდულ გუნდს ლივერპულთან ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ხულიან ალვარესი ვერ დაეხმარება.
არგენტინელ თავდამსხმელს მუხლი აწუხებს, რის გამოც ის მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა.
გასულ უქმეებზე ალვარესმა ვილიარეალთან მატჩში უპრობლემოდ მიიღო მონაწილეობა და საგოლე გადაცემაც მიითვალა. თუმცა, შემდეგ დისკომფორტი იგრძნო.
ლივერპული - ატლეტიკო ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ხვალ, 17 სექტემბერს, 23:00 საათზე გაიმართება.