სტანისლას ვავრინკამ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ 2026 წლის სეზონი მის კარიერაში ბოლო იქნება.
"კიდევ ერთი ბოლო ბიძგი. ყველა წიგნს აქვს დასასრული. დროა დავწერო ჩემი კარიერის ბოლო თავი, როგორც პროფესიონალმა ჩოგბურთელმა. 2026 წელი იქნება ჩემი ბოლო სეზონი ტურში.
P – perseverance → მდგრადობა
A – ambition → ამბიცია
S – sacrifice → შეწირვა
S – success → წარმატება
I – injuries → ტრავმები
O – obsession → შეპყრობა
N – never give up → არასოდეს დანებდე
D – discipline → დისციპლინა
R – resilience → გამძლეობა
E – evolution → განვითარება
A – ambition → ამბიცია
M – memories → მოგონებები
ეს არის ის, რის შესახებაც იყო ეს გზა.
მე კვლავ მინდა ჩემი საზღვრების გადალახვა და ამ გზის საუკეთესო ნოტაზე დასრულება. მე კვლავ მაქვს ოცნებები ამ სპორტში. მე შევიყვარე ყველაფერი, რაც ჩოგბურთმა მომცა, განსაკუთრებით ის ემოციები, რომლებიც თქვენ წინ თამაშისას განვიცდი. მოუთმენლად ველი, რომ კიდევ ერთხელ გნახოთ, მთელ მსოფლიოში.
კიდევ ერთი ბოლო ბიძგი." - წერს 40 წლის შვეიცარიელი ჩოგბურთელი.
ვავრინკა პროფესიონალი ჩოგბურთელი 2002 წელს გახდა. მან კარიერაში 16 ტიტული მოიგო, მათ შორის 3 დიდი სლემი - ავსტრალიის ღია პირველობა (2014), როლან გაროსი (2015) და ამერიკის ღია პირველობა (2016).
უიმბლდონზე მისი საუკეთესო მაჩვენებელი მეოთხედფინალია, სადაც 2014 და 2015 წლებში გავიდა. ვავრინკას მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო მაჩვენებელი მე-3 ადგილი იყო (2014 წლის იანვარში).