ლას ვეგასში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ქართველმა სპორტსმენებმა თავი გამოიჩინეს.
მძიმე წონით კატეგორიაში (125 კგ) ალექსანდრე აბრამიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ნახევარფინალურ რაუნდში ქართველმა ფალავანმა უნგრელი მილან გელენი დაამარცხა, გადამწყვეტ ფინალურ შეხვედრაში კი ირანელ აბოლფაზ მუჰამედ ნეჟადისთან დათმო ორთაბრძოლა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაესაკუთრა.
ტურნირზე საპრიზო ადგილზე გავიდა სანდრო ყურაშვილიც (92 კგ), რომელმაც 23-წლამდელთა მსოფლიო პირველობაზე ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. ამასთანავე, მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებს კონსტანტინე პეტრიაშვილიც (97 კგ), რომელიც მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ლას ვეგასში დასრულებულ 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა სამი მედლით დაასრულა: კობა ქარუმიძე (55 კგ) მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ხოლო თორნიკე მიქელაძემ (82 კგ) და ანრი ფუტკარაძემ (77 კგ) ბრინჯაოს მედლები მიითვალეს.