გერმანიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ოლივერ კანმა, მსოფლიო ჩემპიონატიდან გუნდის გამოვარდნაზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ 1/16-ფინალურ სტადიაზე გერმანია პარაგვაისთან პენალტების სერიაში დამარცხდა:
„როდესაც საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, აშკარად ჩანდა, როგორ ეძებდა იოზუა კიმიხი იმ მოთამაშეებს, რომლებიც დარტყმას შეძლებდნენ. ჩემთვის ეს ყველაზე დამახასიათებელი მომენტი იყო. ასეთ წამებში ტოპ-გუნდი მოხალისეებს არ ეძებს. მას ჰყავს ფეხბურთელები, რომლებიც თავად ითხოვენ ბურთს.
გერმანიას ტალანტების პრობლემა არ აქვს. ამ გუნდში განსაკუთრებული ფეხბურთელები თამაშობენ. რაც მათ აკლიათ, არის საკუთარი თავის რწმენა, რათა გადამწყვეტ მომენტში პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ. ისინი, ვინც ამას არ აკეთებენ, შესაძლოა საკუთარ თავს მარცხისგან იცავენ, მაგრამ, ამავდროულად, ხელიდან უშვებენ შანსს, რომ ისტორიაში შევიდნენ.
დისკუსია ნაკრების შემდეგ მწვრთნელზე აზრს მოკლებულია. სამი სხვადასხვა მწვრთნელი ჩავარდა ერთსა და იმავე სტადიაზე: იოახიმ ლიოვი, ჰანსი ფლიკი და იულიან ნაგელსმანი.
სამი განსხვავებული სათამაშო სტილი. სამი განსხვავებული ხელმძღვანელობის სტილი. შედეგი კი ერთი და იგივე. თუ სამი სხვადასხვა მიდგომის მქონე მწვრთნელი ერთსა და იმავე ეტაპზე განიცდის კრახს, მიზეზი ბევრად ღრმად მალავს“, - მიიჩნევს ოლივერ კანი.