ბაიერნისა და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი, იოზუა კიმიხი, მსოფლიო ჩემპიონატიდან გუნდის გამოვარდნას გამოეხმაურა.
გერმანიის ეროვნული გუნდი მუნდიალის 1/16-ფინალში პარაგვაისთან პენალტების სერიაში დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა:
„ამ წუთას უბრალოდ განადგურებული ვარ და საერთოდ არაფრის თქმა არ მსურს. თუმცა, ასეთ სიტუაციებთან გამკლავება ჩვენი სამუშაოს ნაწილია. ჩვენ ერთად ვგეგმავდით, რომ ძალიან წარმატებული მსოფლიო ჩემპიონატი ჩაგვეტარებინა, გერმანია ღირსეულად წარგვედგინა და ჩვენი ქვეყნის პოზიტიურ განვითარებაში მცირედი წვლილი შეგვეტანა. ჩვენ კი კრახი განვიცადეთ. ისევ. და ეს ფაქტი უბრალოდ მკლავს.
რაც უნდა ვამაყობდე იმით, რომ ამ გუნდის კაპიტანი ვარ და რაც უნდა მნიშვნელოვანი ყოფილიყო ჩემთვის ნაკრების ამ ტურნირზე გაძღოლა, იმედგაცრუება იმის გამო, თუ როგორ დასრულდა ყველაფერი, თანაბრად დიდია.
მე არასოდეს დავნებებულვარ. თუმცა, ნამდვილად დამჭირდება რამდენიმე დღეზე მეტი, რათა გონს მოვეგო და ფეხზე ისევ წამოვდგე. მადლობა ყველას, ვისაც ჩვენი სჯეროდა და მხარს გვიჭერდა. ძალიან გვინდოდა, რომ თქვენთვისაც და საკუთარი თავისთვისაც ბევრად მეტით გადაგვეხადა მადლობა“, - დაწერა კიმიხმა სოციალურ ქსელში.