აშშ-ის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მატჩში (2:0) გუნდის თავდამსხმელის, ფოლარინ ბალოგუნის გაძევება შეაფასა.
შეგახსენებთ, რომ ფორვარდმა ტარიკ მუჰარემოვიჩის კოჭზე ფეხის დადგმის გამო, VAR-ის გადამოწმების შემდეგ, პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. დისკვალიფიკაციის გამო ბალოგუნი ბელგიასთან 1/8-ფინალურ შეხვედრას გამოტოვებს:
„ჩემი აზრით, ეს წითელი ბარათი არ არის. იქ მეტოქისთვის ფეხზე შეგნებულად დადგმის განზრახვა არ ყოფილა. თუ არსებობს ოპონენტისთვის ზიანის მიყენების განზრახვა - მაშინ კი ბატონო. მე ასე მესმის.
მაგრამ ამ შემთხვევაში ეს იყო ჩვეულებრივი ორთაბრძოლა, სადაც ფეხბურთელები ბურთისთვის იბრძოდნენ და მათი ფეხები გაზონზე ეშვებოდა, ასე არ არის?“ - განაცხადა მაურისიო პოჩეტინომ.
სპეციალისტს კითხვა არგენტინისა და ალჟირის მატჩში (3:0) მომხდარ მსგავს შემთხვევაზეც დაუსვეს, როდესაც ლიონელ მესი დასჯას გადაურჩა:
„ჩემთვის არცერთი ეს შემთხვევა არ არის წითელი ბარათის საფუძველი“, - უპასუხა მწვრთნელმა.