• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
კომო - ტბისპირელების ესპანური ზღაპარი
ფეხბურთიფეხბურთი

კომო - ტბისპირელების ესპანური ზღაპარი

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

იტალიის სერია ა-ს ბოლო ტურში მოვლენები საინტერესოდ განვითარდა - მილანი შინ კალიარისთან დამარცხდა, ხოლო ფაბრეგასის კომომ გასვლაზე კრემონეზე 1:4 გაანადგურა. ლომბარდიული კლუბი არსებობის ისტორიაში პირველად ევროტურნირებზე გავიდა - კომო შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. დღევანდელ ბლოგში ამ პატარა იტალიური კლუბისა და მისი საოცარი ისტორიის შესახებ გიამბობთ.  


იტალიურ კულტურაში რომ ფეხბურთს დიდი როლი უჭირავს არახალი ამბავია და რა გასაკვირია რომ სპორტის ზე სახეობით აპენინების ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მხარეში ლომბარდიაში, კერძოდ კი კომოშიც დაინტერესდნენ. კომოს ულამაზესი ტბის მახლობლად მცხოვრებმა იტალიელებმა 1907 წელს საფეხბურთო კლუბი კომო დაარსეს - გუნდს ნიშად მათი სიმბოლოს, ტბის ლურჯი ფერი მიანიჭეს.


ლომბარდიული კლუბი თავისი ისტორიის მანძილზე უმეტესად ქვედა ლიგებში ასპარეზობდა. კომო ელიტაში პირველად 1913 წელს გაერია, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ტურნირს Prima Categoria ერქვა და ჩემპიონატი რეგიონულ ჯგუფებად იყო დაყოფილი, საიდანაც გუნდები პლეი-ოფში ხვდებოდნენ - ტბისპირელები უმაღლეს ლიგაში 1922 წლამდე დარჩნენ. 1920-იანი წლების ბოლოს იტალიის ჩემპიონატმა ფორმატი შეიცვალა და სერია ა-დ ჩამოყალიბდა - მას შემდეგ კომომ უმაღლეს ლიგაში სულ 14 სეზონი გაატარა. ლომბარდიული კლუბის ოქროს ხანად 1930-იანი წლები ითვლება. 1931 წელს კომომ პირველი დივიზონის ლიგა წაუგებლად მოიგო და “დაუმარცხებლების” რეგალიაც მიიღო - ტბისპირელები სერია ბ-ში დაწინაურდნენ.


"დაუმარცხებელი კომო" - 1931.


80-იან წლებში კომომ ზედიზედ ხუთი სეზონი გაატარა უმაღლეს ლიგაში, რაც ლომბარდიული კლუბისთვის ისტორიულ შედეგს წარმოადგენდა -  ქვედა ლიგებში მრავალწლიანი ხეტიალის შემდეგ, 2002 წელს კომო სერია ა-ში დაბრუნდა. ლომბარდიელებმა ელიტაში ადგილი ერთ სეზონზე მეტხანს ვერ შეინარჩუნეს - ზედიზედ დაქვეითებებმა კლუბს სერიოზული ფინანსური პრობლემები შეუქმნა. 2004 წელს კომო გაკოტრებულად გამოცხადდა და იტალიური პროფესიონალური ფეხბურთიდან მოიხსნა. 2016 წელს კლუბი მეორედ გაკოტრდა.  ახალმა მფლობელებმა კომო ხელახლა დააფუძნეს - ყველაფერი თავიდან დაიწყო.


ჯუზეპე სინიგალიას სახელობის სტადიონი კომოს ტბის ფონზე.


მულტიმილიარდელმა ინდონეზიურმა ოჯახმა კლუბი სწორი გზით განავითარა - ოთხი სეზონის შემდეგ კომო სერია ბ-ში დაწინაურდა. მეორე ლიგაში ერთი სეზონის გატარების შემდეგ, კომოს კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა შემოუერთდა. ლამაზი ქალაქების მოყვარულმა სესკ ფაბრეგასმა ლონდონის, ბარსელონასა და მონაკოს შემდეგ არც კომოში დასახლებაზე თქვა უარი. 


ერთი სეზონით ლურჯი მაისურის მორგების შემდეგ, ესპანელმა ლეგენდამ მსოფლიოს პროფესიონალური კარიერის დასრულების შესახებ აუწყა - სესკმა კომოს ახალგაზრდული გუნდი ჩაიბარა. მალე ფაბრეგასი მთავარი გუნდის დროებით მწვრთნელად მოგვევლინა, ოსიან რობერტსის დანიშვნის შემდეგ კი უელსელის შტაბში გადაინაცვლა. 


2024 წლის გაზაფხულზე კომო 21 წლიანი ლოდინის შემდეგ სერია ა-ში დაბრუნდა. კლუბი სესკის სამწვრთნელო ლიცენზიის მოლოდინში იყო. ესპანელმაც აღარ გააჭიანურა - ივლისში ფაბრეგასმა ოთხ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ოფიციალურად დაინიშნა ლომბარდიული გუნდის მთავარ მწვრთნელად.


ელიტაში დაბრუნებულმა სამოთხემ არაერთი ვარსკვლავი მიიზიდა, მათ შორის რაფაელ ვარანი, ნიკო პასი, სერხი რობერტო, ანდრეა ბელოტი, ჯონათან იკონე, პეპე რეინა და სხვები. რაფა ვარანმა მძიმე ტრავმა მიიღო და რამდენიმე თვეშივე მიიღო ფეხბურთიდან წასვლის გადაწყვეტილება - ზამთარში გუნდს მაქსენს კაკერე შეუერთდა ლიონიდან.  



აპენინებზე ნელ-ნელა იკვეთებოდა სესკის საფეხბურთო ფილოსოფია - ბურთის ფლობა და დაცვიდან დაწყებული პოზიციური ფეხბურთი, ტექნიკური ნახევარმცველები, მაღალი პრესინგი, მოქნილი ტაქტიკა და სრული ნდობა ახალგაზრდებს. ფაბრეგასმა სადებიუტო სეზონი მე-10 ადგილზე დაასრულა.


ზაფხულში კლუბში არაერთი ტრანსფერი განხორციელდა - კომო ბევრმა დატოვა და ბევრიც გადმობარგდა ტბის პირას. ჰარტონოების ოჯახმა 127 მილიონი ევრო დახარჯა - სხვა ფეხბურთელებთან ერთად კომოს ხესუს როდრიგესი, მაქსიმო პერონე და ალვარო მორატა შეუერთდნენ, ეს უკანასკნელი მილანიდან იჯარის წესით ესტუმრა ლომბარდიის ჩრდილოეთს.


მიუხედავად იმისა, რომ ფაბრეგასის გუნდმა ჩემპიონატი არც ისე სტაბილურად დაიწყო, გულშემატკივრებმა პირველივე ტურში  ნიკო პასის ბენეფისი იხილა ლაციოს წინააღმდეგ. მეშვიდე ტურში ჯუზეპე სინიგალიას ტურინის იუვენტუსი ეწვია. ნიკო პასის კიდევ ერთი ფენომენალური მატჩი და ფაბრეგასის საკმაოდ ხმამაღალი განაცხადი - კომო ამ სეზონში მაღალი მიზნებისთვის აპირებდა ბრძოლას. 



კომოს პირველი ცივი შხაპი ჯუზეპე მეაცაზე გადაასხეს - ინტერმა სესკის გუნდი 4:0 გაანადგურა, მილანურ მარცხს რომში წაგება მოჰყვა. მწარე მარცხების მიუხედავად ფაბრეგასის შეგირდებმა მტკიცე ხასიათი გამოავლინეს - მომდევნო 16 მატჩში მხოლოდ ორჯერ დამარცხდნენ, მათ შორის იყო შთამბეჭდავი გამარჯვებები ლაციოსთან, ტორინოსთან და ისევ იუვენტუსთან, ისევ 0:2, ამჯერად გასვლაზე. 


კომოსთვის ინტერი დაუძლეველ ბარიერად დარჩა - ტბისპირელები ჯერ შინ დრამატულ ბრძოლაში 3:4 დამარცხდნენ ნერაძურისთან, შემდეგ კი თასის ნახევარფინალში წააგეს ინტერთან. აპრილში ზედიზედ სამი წაგების შემდეგ, კომო ბევრმა ჩამოწერა - ბევრის აზრით სესკის ბიჭებს ევროპული საგზურებისთვის ბრძოლა გაუჭირდებოდათ. 


ჰაკან ჩალჰანოღლუ აღნიშნავს კომო კარში გატანილ გოლს. კოპა იტალია.


კომომ კიდევ ერთხელ გამოავლინა ხასიათი - ფაბრეგასის გუნდმა კონკურენტების ცუდი ფორმით ისარგებლა და სერია ა-ს ბოლო ხუთ ტურში ოთხჯერ მოიგო, ხოლო ერთხელ ფრე ითამაშა. ამ გამარჯვებებში დიდი როლი ითამაშა ბერძენმა ბომბარდირმა, ანასატსიოს დუვიკასმა, რომელმაც სეზონი 14 გოლით დაასრულა. 


სესკ ფაბრეგასი აღნიშნავს პარმასთან გამარჯვებას. სერია ა-ს 37 ტური.


ბოლო ტურში კომო სერია ა-ში დარჩენისთვის მებრძოლ ჯეიმი ვარდის კრემონეზეს ესტუმრა. ფაბრეგასის გუნდი მხოლოდ საკუთარ თავზე არ იყო დამოკიდებული - ტბისპირელებს ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად რომას ან მილანის ფეხის დაცდენა სჭირდებოდათ. რომამ ვერონას სძლია, მილანი კი სან სიროზე უმოტივაციო კალიარისთან დამარცხდა. კომომ თავისი მატჩი 1:4 მოიგო და ქალქაში უდიდეს ზეიმს დაუდო სათავე.


კომო აღნიშნავს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას მაისურებზე წარწერით: როგორ (COMO) ითქმის ჩემპიონთა?"


კომოს გილშემატკივრები  ბარში აღნიშნავენ ისტორიულ გამარჯვებას.


კომოს ავტობუსი - ზეიმი ქალაქში.


კომოს ფეხბურთელები საზეიმო მსვლელობის დროს.

ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ჩემპიონთა ლიგა
კომო
ფაბრეგასი
სერია ა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მერსონი: "კვარა და დუე დაუნდობლები არიან"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მერსონი: "კვარა და დუე დაუნდობლები არიან"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჰავერცი: „მოედანზე გავალთ და პსჟ-ს დავამარცხებთ"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჰავერცი: „მოედანზე გავალთ და პსჟ-ს დავამარცხებთ"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ეს დღეც დადგა - საკლუბო სეზონი მთავარი მატჩით დაიხურება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ეს დღეც დადგა - საკლუბო სეზონი მთავარი მატჩით დაიხურება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოქროს ბურთი და ახალი მოტივაცია: დემბელე ფინალისთვის მზადაა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოქროს ბურთი და ახალი მოტივაცია: დემბელე ფინალისთვის მზადაა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

9 სთ წინ

მერსონი: "კვარა და დუე დაუნდობლები არიან"

News image

9 სთ წინ

ჰავერცი: „მოედანზე გავალთ და პსჟ-ს დავამარცხებთ"

News image

1 სთ წინ

ეს დღეც დადგა - საკლუბო სეზონი მთავარი მატჩით დაიხურება

News image

3 წთ წინ

ოქროს ბურთი და ახალი მოტივაცია: დემბელე ფინალისთვის მზადაა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება