ანტონიო კონტემ სეზონის ბოლოს ნაპოლის დატოვება გადაწყვიტა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კონტემ ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მიიღო და პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისსაც შეატყობინა.
იტალიელ მწვრთნელს ნეაპოლურ კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი აკავშირებდა, თუმცა ის თვითნებურად ტოვებს თანამდებობას, ამიტომ კლუბისგან კომპენსაციას არ მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ კონტემ ნაპოლი 2024/25 სეზონის სტარტზე ჩაიბარა და გუნდთან ერთად პირველივე სეზონში შეძლო საჩემპიონო ტიტულის მოპოვება.
თუმცა, მიმდინარე სეზონში კონტემ ეს წარმატება ვეღარ გაიმეორა და სერია ა-ს 37-ე ტურის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს, რითაც მომავალი სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობა განაღდებული აქვს.