რომამ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებისკე უდიდესი ნაბიჯი გადადგა და დერბიში ლაციო 2-0 დაამარცხა.
უსაფრთხოების ზომებისა და საჩოგბურთო ტურნირის ფინალის გამო მატჩი უჩვეულო დროს, შუადღეს დაიწყო.
ლაციოს პრობლემები თამაშის დაწყებამდეც შეექმნა, რადგან ტრავმების გამო მოედანზე მესამე მეკარის, ალესიო ფურლანეტოს გაყვანა მოუწიათ, რომლისთვისაც ეს სერია ა-ში დებიუტი იყო. გარდა ამისა, ლაციოს ულტრასებმა პრეზიდენტ კლაუდიო ლოტიტოს პროტესტის ნიშნად თამაშს ბოიკოტი გამოუცხადეს და ტრიბუნაზე მხოლოდ მხარდამჭერი ბანერი დატოვეს წარწერით "ღირსება და პატივისცემა დერბიზე მნიშვნელოვანია."
შეხვედრის მთავარი გმირი ჯანლუკა მანჩინი გახდა. მან პირველი გოლი მე-40 წუთზე, პიზილის მოწოდებული კუთხურის შემდეგ თავით გაიტანა. მატჩში ვითარება განსაკუთრებით 66-ე წუთზე დაიძაბა, როდესაც მანჩინიმ დიბალას ჩაწოდების შემდეგ დუბლი გაიფორმა და რომა 2-0 დააწინაურა.
გოლის აღნიშვნას მოედანზე ფეხბურთელებს შორის ჩხუბი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რის გამოც მსაჯმა მოედნიდან ერთდროულად ორი მოთამაშე - ლაციოდან როველა, ხოლო რომადან უესლი გააძევა.
დარჩენილ დროში ჟან პიერო გასპერინის გუნდს ანგარიშის გაზრდაც შეეძლო, თუმცა დოვბიკის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, სოულეს ძლიერი დარტყმა კი მეკარემ მოიგერია. ამ გამარჯვებით რომამ ოთხეულში მოხვედრის და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსები საგრძნობლად გაიზარდა.