კოპენჰაგენისა და იბერია 1999-ის დაპირისპირების შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ შეხვედრა შეაფასა.
მან აღნიშნა, რომ გუნდი პროგრესირებს, თუმცა შედეგის გამო ბოლომდე კმაყოფილი არ არის.
ლევან კორღალიძემ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ასეთი გამოცდილი მეტოქის წინააღმდეგ მომენტების შექმნა და თანაბრად თამაში გუნდის პროგრესზე მეტყველებს:
პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ფანკლუბს და იმ ხალხს, ვინც მოვიდა საგულშემატკივროდ. ჩანს, რომ ვუმატებთ თითოეული თამაშით. ვერ ვიქნები კმაყოფილი შედეგით, მაგრამ ვიქნები ხარისხით. ასე ეთამაშო კოპენჰაგენს, ასეთი გამოცდილების მქონე გუნდს ამდენი მომენტი შეუქმნა... მთლიანობაში კარგი თამაში გამოგვივიდა და დასანანია, რომ ქულაც ვერ ავიღეთ.
მთავარი მწვრთნელის თქმით, მიმდინარე ევროპული ეტაპის მთავარი მიზანი გამოცდილების მიღება და ყოველ მომდევნო მატჩში წინსვლაა. კორღალიძემ აღნიშნა:
ჩვენი მიზანია ეს დიდი გამოცდილება მივიღოთ. დამერწმუნეთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შემდეგ თამაშზე კიდევ უფრო უკეთესები ვიყოთ და ეს შედეგზეც აისახოს. იმედია, ეს სტერეოტიპი დაინგრევა საქართველოში, რომ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ვერ მოვიგეთ. ჩვენ ყოველ თამაშზე მოსაგებად გამოვდივართ, ფრეზე არასდროს, ვინც არ უნდა იყოს მოწინააღმდეგე, მაქსიმუმს ვაკეთებთ რაც შეგვიძალია, გულსა და სულს ვდებთ, რომ ჩვენი ქვეყნის წინაშე რომ ღირსეულები ვიყოთ.