მარკ კუკურელიამ მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ გულშემატკივრები რადიკალურად შეცვლილი იმიჯით გააოცა.
ესპანელმა მცველმა, რომელიც მადრიდის რეალის ახალწვეული გახდა, ტრადიციულ ხუჭუჭა თმაზე უარი თქვა და გრძელი ნაწნავები მოირგო.
გარდა ვარცხნილობისა, კუკურელიამ პირობა შეასრულა და მკლავზე ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლუის დე ლა ფუენტეს სახე ამოისვირინგა. მუნდიალის ფინალში ფერან ტორესის მიერ დამატებით დროში გატანილი გოლით მოპოვებული ტრიუმფის შემდეგ, მცველმა დანაპირები ზუსტად ერთ კვირაში აასრულა. ლამინ იამალმაც დადო პირობა, რომ გამარჯვების შემთხვევაში წვერ-ულვაშს სამი კვირით მოუშვებდა, თუმცა ახალგაზრდა ვარსკვლავს ეს პროცესი ჯერ არ დაუწყია.
რაც შეეხება კუკურელიას ვარცხნილობას, მისი ხუჭუჭა თმა წლების განმავლობაში საფეხბურთო სამყაროსთვის კარგად ნაცნობი დეტალი იყო. ფეხბურთელმა ამის მიზეზებზე წარსულში ემოციურად ისაუბრა:
აუტიზმის მქონე შვილი მყავს. მერჩივნა საერთოდ არ მქონოდა ფული, ოღონდ ჩემი ბიჭი ჯანმრთელი ყოფილიყო. თმას იმიტომ ვიზრდი, რომ მას ასე მოსწონს და თან მოედანზე მარტივად მცნობს ხოლმე, თუ მხედველობიდან დავეკარგები
ამჟამად კი ესპანელი მცველი ახალი კლუბისა და ახალი სეზონისთვის სრულიად განსხვავებული სტილით ემზადება.