მადრიდის რეალი ვინისიუს ჟუნიორთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ამ დრომდე ვერ ახერხებს, რამაც კლუბში დაძაბულობა გამოიწვია.
26 წლის ბრაზილიელის მოქმედი ხელშეკრულება მალე იწურება, შექმნილი გაურკვევლობით სარგებლობას კი ლონდონის არსენალი აქტიურად გეგმავს.
მადრიდელთა ყოფილმა მეკარემ, სანტი კანისარესმა, კლუბის ხელმძღვანელობა ამ სიტუაციის გამო გააკრიტიკა. მისი აზრით, თუ ახალი შეთანხმება არ არსებობს, კლუბმა ფეხბურთელი აუცილებლად უნდა გაყიდოს.
კანისარესმა მენეჯმენტის პოლიტიკა საკმაოდ მწვავედ შეაფასა:
მადრიდის რეალი ყველაფერს აგვიანებს. თუ მართალია, რომ მას ახალი კონტრაქტი არ გაუფორმებია, კლუბი ვალდებულია, ის გაყიდოს. არ შეიძლება 100 მილიონზე მეტი დაკარგო მხოლოდ იმიტომ, რომ მოთამაშეს ხელშეკრულება უმთავრდება. ვფიქრობ, სწორედ ასე მოხდება და ეს უპატიებელი მენეჯერული შეცდომაა
ინგლისური პრემიერლიგა და გაზრდილი ანაზღაურება ვინისიუსისთვის შესაძლოა ძალიან მიმზიდველი აღმოჩნდეს. პარალელურად, მადრიდელები იან დიომანდეს დამატებაზე მუშაობენ, რასაც ბევრი ბრაზილიელის პოტენციურ შემცვლელად განიხილავს, თუმცა მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს გუნდის ლიდერის შენარჩუნება სურს.