ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა ფიფას ხელმძღვანელი ჯანი ინფანტინო საჯაროდ გააკრიტიკა.
მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ახალმა კომერციულმა გეგმებმა ევროპაში მასშტაბური უკმაყოფილება გამოიწვია.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ განცხადებაში ტებასი ფიფას პრეზიდენტს ხმების მოსყიდვასა და ფეხბურთის მომავლით ვაჭრობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ინფანტინოს მიერ ფედერაციებისთვის დაპირებული დამატებითი მილიონები რეფორმას კი არა, პირად საარჩევნო კამპანიას ჰგავს.
ტებასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომერციული უფლებები და ტურნირები ინფანტინოს პირადი საკუთრება არ არის.
ამ ფონზე უეფაში ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ევროპული ქვეყნები პროტესტის ნიშნად მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტირებასაც არ გამორიცხავენ.