მადრიდის რეალის მეკარეს, ტიბო კურტუას, საკუთარი თავის იკერ კასილასთან შედარება სთხოვეს.
- როგორ ფიქრობ, დაგიმახსოვრებენ თუ არა რეალის ისტორიაში საუკეთესო მეკარედ?
„არა. ვიღაცამ ეს უკვე მითხრა ან სადღაც გავიგე, რომ ამას ამბობდნენ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სხვა "წმინდანი" გვყავს - იკერ კასილასი, რომელიც რეალის და ესპანური ფეხბურთის ფანებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მისი სახელის გვერდით ჩემი ხსენება უკვე კომპლიმენტია.
ერთ-ერთ საუკეთესოდ რომ დაგიმახსოვრონ, ტიტულები უნდა მოიგო და სწორედ ამის გაკეთებას ვცდილობ მეც. არავის დაამახსოვრდება ჩემი 8 სეივი ლივერპულტან, იმიტომ რომ ტიტულებია მთავარი. როცა რეალიდან წავალ, ყველას საკუთარი აზრი ექნება.
რეალის მეკარეობაზე რვა წლიდან ვოცნებობდი. აქ ვარ და აქ ყოფნის ყოველი დღე შესანიშნავია. სწორედ ამიტომ ვარ უბედნიერესი." - აღნიშნა ბელგიელმა.