ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

კვარა და ბაფანა ბაფანა - საიდან მოდის ხვიჩას სამხრეთ აფრიკელობის ამბავი?
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

კვარა და ბაფანა ბაფანა - საიდან მოდის ხვიჩას სამხრეთ აფრიკელობის ამბავი?

22 ოქტ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

სამხრეთ აფრიკის სპორტის მინისტრმა გეიტონ მაკენზიმ და ბაფანა ბაფანამ რეაგირება მოახდინეს ვირუსულ ვიდეოზე, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია ამტკიცებს, თითქოს მას სამხრეთ აფრიკული ფესვები აქვს, რაც უფლებას აძლევს, ქვეყნის სახელით მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოს.

Soccer Beat-თან საუბარში, სპორტის მინისტრმა გეიტონ მაკენზიმ უპასუხა ბრალდებებს, რომ ქართველი ფეხბურთელი კვარაცხელია თითქოს თავისი წარმომავლობით სამხრეთ აფრიკაში თამაშის უფლებას მოიპოვებდა.

„ჩვენ ეს არ გვინდა, ჩვენს მოთამაშეებს უნდა ვენდოთ. იმ ხალხთან ერთად უნდა წავიდეთ, ვინც ჩვენ იქამდე მიგვიყვანა.“ - განაცხადა მინისტრმა.

განსხვავებით მაკენზისგან, სამხრეთ აფრიკის ეროვნული ნაკრები უფრო ხალისით მიუდგა კვარაცხელიას „დამატების“ იდეას.

თავიანთ ოფიციალურ TikTok ანგარიშზე, ბაფანა ბაფანამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ქართველი ფეხბურთელი ჩანს, ეკრანზე კი სამხრეთ აფრიკის დროშის ემოჯებია დამატებული. ვიდეოს ფონად კურტ დარენის ჰიტი „Kaptein“ აქვს.

გვერდის ადმინმა ხუმრობით იკითხა, თითქოს კვარაცხელიას გუნდის წევრობა სურდა: „რა არის მისი სამხრეთაფრიკული სახელი?“

სხვა ვიდეოში, რომელიც ასევე TikTok-ზე აიტვირთა, ჩანს AI-ის მიერ გენერირებული კვარაცხელია, რომელიც პრესკონფერენციაზე საუბრობს, სამხრეთ აფრიკის დროშა კი მხრებზე აქვს შემოხვეული.

„მიყვარს სამხრეთ აფრიკა. მზად ვარ, ვითამაშო ჩემი ქვეყნის სახელით 2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე. საქართველოში საქმე დავამთავრე.“ - ამბობს კვარა ვიდეოში.

სხვა კადრში ქართველი ფეხბურთელი ბაფანა ბაფანას მიმართავს:

„თუ სამხრეთ აფრიკა მიმიწვევს, იქ ვიქნები. ჩემი ბებია სამხრეთაფრიკელია, ეს ჩემი იდენტობის ნაწილია.“ - აღნიშნული სტატია სამხრეთ აფრიკულ პრესაში გავრცელდა.

კვარაცხელიას შესაძლო სამხრეთაფრიკელობა ადგილობრივ მოსახლეობაში ვირუსულად გავრცელდა, რასაც ქართველი ფეხბურთელის ბოლო პოსტებზე მათი უამრავი კომენტარი მოჰყვა, სადაც ხვიჩას თავიანთ გუნდში გადასვლას მიესალმებიან.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

სამხრეთ აფრიკა
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

კვარა ტრავმის გამო შეცვალეს - პსჟ 8 გუნდს მიღმა დარჩა და პლეი-ინში ითამაშებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარა ტრავმის გამო შეცვალეს - პსჟ 8 გუნდს მიღმა დარჩა და პლეი-ინში ითამაშებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

შემოწმება ჩაუტარდა - ცნობილია კვარა მოედანზე როდის დაბრუნდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

შემოწმება ჩაუტარდა - ცნობილია კვარა მოედანზე როდის დაბრუნდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

2 ვარიანტია - რომელ გუნდებს შეიძლება შეხვდეს პსჟ პლეი-ინში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

2 ვარიანტია - რომელ გუნდებს შეიძლება შეხვდეს პსჟ პლეი-ინში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"რთული მდგომარეობა ჩანს, კოჭის დაზიანებაა" - ლუის ენრიკე კვარაცხელიას ტრავმაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"რთული მდგომარეობა ჩანს, კოჭის დაზიანებაა" - ლუის ენრიკე კვარაცხელიას ტრავმაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

28 იან, 2026

კვარა ტრავმის გამო შეცვალეს - პსჟ 8 გუნდს მიღმა დარჩა და პლეი-ინში ითამაშებს

News image

29 იან, 2026

კომენტარები

ლინკის დაკოპირება