ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინი 2-0 დაამარცხა.
ქართველთა მხრიდან მე-2 გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, რომლისთვისაც ეს ეროვნულ გუნდში 23-ე გოლი აღმოჩნდა. კვარამ ნაკრებში ჩატარებული 50-ე მატჩი გოლით აღნიშნა.
ამ შედეგით ხვიჩა კვარაცხელია ნაკრებში გატანილი გოლებით გიორგი მიქაუტაძეს გაუთანაბრდა და შოთა არველაძეს კიდევ უფრო მიუახლოვდა.
1. შოთა არველაძე - 61 მატჩი, 26 გოლი
2. გიორგი მიქაუტაძე - 43 მატჩი, 23 გოლი
3. ხვიჩა კვარაცხელია - 50 მატჩი, 23 გოლი
4. თემურ ქეცბაია - 52 მატჩი, 17 გოლი
5. ალექსანდრე იაშვილი - 68 მატჩი, 15 გოლი
საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინი დაამარცხა