ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

კვარა და ბუდუ ბაიერნის წინააღმდეგ - ქართველების კვირა
ფეხბურთიფეხბურთი
კალათბურთიკალათბურთი
ქართულიქართული

კვარა და ბუდუ ბაიერნის წინააღმდეგ - ქართველების კვირა

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ხვიჩა კვარაცხელია ზედიზედ მეორე სეზონში ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში - ამჯერად პარი სენ-ჟერმენის მეტოქე მიუნხენის ბაიერნია. ამ კვირაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობით კიდევ არაერთი საინტერესო მატჩი გაიმართება.


ხვიჩა კვარაცხელია vs მიუნხენის ბაიერნი


კვირის მთავარი დაპირისპირება სამშაბათს, 28 აპრილს, პარიზში გაიმართება. ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი მიუნხენის ბაიერნს პარკ დე ფრენსზე უმასპინძლებს. 
პარიზელები მატჩს უდანაკლისოდ ხვდებიან, ხოლო მიუნხენელთა ლაზარეთი ფეხბურთელთა ნაკლებობას არ უჩივის. ლენარტ კარლს, რაფაელ გერეიროს, სვენ ულრაიხსა და ტომ ბიშოფს სერჟ გნაბრი შეემატა. გერმანელის ტრავმა სერიოზულია - გნაბრი მუნდიალს გამოტოვებს. 


დიდი ალბათობით, კომპანის თერთმეტეული ასეთი იქნება: 


4-2-3-1: ნოიერი, ლაიმერი, ტა, უპამეკანო, სტანისიჩი, კიმიხი, პავლოვიჩი, ლუის დიასი, მუსიალა, ოლისე, კეინი.


რაც შეეხება ლუის ენრიკეს არჩევანს, სავარაუდო შემადგენლობა ასე გამოიყურება:


4-3-3 : საფონოვი, მენდეში, პაჩო, მარკინიოსი, ჰაკიმი, ჟოაო ნევეში, ვიტინია, ზაირ-ემერი, დუე, დემბელე, ხვიჩა კვარაცხელია.



გიორგი მიქაუტაძე vs ლევანტე


ვილიარეალმა გასულ ტურში სელტა ვიგოსთან მოგებით მესამე პოზიცია გაიმყარა და ჩემპიონთა ლიგის საგზურთან დაკავშირებული ყველა ეჭვი გააქრო. შაბათს, 2 მაისს, ქართველი ფორვარდი ოთხმატჩიანი მშრალი სერიის შეწყვეტას გასავარდნ ზონაში მყოფი ლევანტეს წინააღმდეგ შეეცდება. 


34-ე ტურის შეხვედრაში “ყვითელი წყალქვეშა ნავი” ” ბაყაყებს” ესტადიო ლა კერამიკაზე უმასპინძლებს. მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 9 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემა უგროვდება



ბუდუ ზივზივაძე vs ბაიერნი


ბუდუს ჰაიდენჰაიმმა თხუთმეტ მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა და ბოლო სამი თამაშიდან ორში იმარჯვა. ქართველმა ფორვარდმა სამივე მატჩში შეძლო გოლის გატანა. ცხრილის ბოლო ადგილზე მყოფი ბადენ-ვიურტემბერგელები გადარჩენისთვის  ბრძოლის გზაზე ალიანს არენას ეწვევიან. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ვიმედოვნოთ, რომ ნოიერის კარს ამ კვირაში ორი ქართველი აიღებს. 


პირველი და ბოლო ადგილოსნების დაპირისპირება შაბათს, 2 მაისს, 17:30 გაიმართება.



გიორგების მეცი vs მონაკო


სამწუხაროდ გიორგი აბუაშვილის, გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი ქვილითაიას მეცს გავარდნისგან ვეღარაფერი იხსნის - ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, მეცი ბოლო ადგილზეა და საფლეიოფო ზონაში მყოფ ოსერს, 9 ქულითა და 24 ბურთით ჩამორჩება.


ზამთარში კვიპროსიდან გადმობარგებულმა ქვილითაიამ უგოლო სერია შეწყვიტა და ზედიზედ ორ მატჩში შეძლო თავის გამოჩენა. წიტაიშვილმა თავი სამ გოლსა და ორ საგოლე გადაცემას მოუყარა. აბუაშვილის ანგარიშზე ორი გოლია. მეცი შაბათს, 2 მაისს, შინ ევრო ზონისთვის მებრძოლ მონაკოს მიიღებს.



გიორგი ქოჩორაშვილი vs ტონდელა


გიორგი ქოჩორაშვლის სპორტინგი ოთხშაბათს, 29 მაისს 26-ე ტურის გამოტოვებულ შეხვედრას, ტონდელას წინააღმდეგ გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში მეორე ადგილზე მყოფ ბენფიკას ქულებით გაუთანაბრდება (ურთიერთშეხვედრებში უპირატესობაბენფიკას აქვს). 


31-ე ტურის შეხვედრაში  რუი ბორხესმა ქოჩორაშვილი სასტარტო შემადგენლობაში დააყენა, რაც 6 თებერვლის შემდეგ პირველად მოხდა. ვიმედოვნოთ რომ ჩემპიონატის დასკვნით ნაწილში ჩოქორას უფრო ხშირად ვიხილავთ მწვანე მინდორზე. 



გიორგი გულიაშვილი vs უესკა


გულიაშვილის რასინგი ლა ლიგა 2-ს ლიდერობს და “პრიმერა დივიზიონში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. ქართველი სეზონის დასკვნით ნაწილში ბრწყინვალედ გამოიყურება - ბოლო 5 მატჩში მან 4 გოლის გატანა მოახერხა.
რასინგი 38-ე ტურის მატჩში გასავარდნ ზონაში მყოფ უესკას დაუპირისპირდება. მატჩი კვირას, 5 მაისს, 16:00 გაიმართება.



მამუ და გოგა NBA-ს ფლეი-ოფში


ამერიკაში საკალათბურთო სეზონი დასკვნით ფაზაში გადავიდა. ფლეი-ოფში თამაშის უფლება ორივე ქართველი კალათბურთელის გუდმა მოიპოვა. 


კონფერენციების პირველი რაუნდში სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რაპტორსი კლივლენდ კავალიერსს უპირისპირდება - ამ მომენტისთვის სერიაში ანგარიში 2:2 ფიქსირდება. გოგა ბითაძის ორლანდო კი 3:1-ს ამარცხებს დეტროიტ პისტონს. 


მამუკელაშვილმა სერიაში 65 წუთი ითამაშა და 17 ქულის, 28 მოხსნისა და 6 გადაცემის მოგროვება შეძლო. ბითაძის სტატისტიკა კი ასეთია: 56 წუთი, 11 ქულა, 1 ასისტი. 


ქართველების გუნდები კვირის ბოლომდე მინიმუმ სამ შეხვედარს ჩაატარებენ და სერიების მოგების შემთხვევაში, კონფერენციის ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.


აზაროვის შახტარი კონფერენს ლიგის ნახევარფინალში და სხვა ქართველები


დონეცკის შახტარი კონფერენს ლიგის ნახევარფინალში კრისტალ პალასს დაუპირისპირდება. სამწუხაროდ, ფლეი-ოფის სტადიაზე ირაკლი აზაროვს ჯერ სათამაშო დრო არ მიუღია.


საბა გოგლიჩიძის უოტფორდი სახლში ქოვენთრი სიტის მიიღებს.


გიორგი კვერნაძის ფროზინონე, რომელიც სერია ა-ში დასაბრუნებლად იბრძვის, გასვლაზე იუვე სტაბიას დაუპირისპირდება.


გიორგი გოჩოლეიშვილის ჰამბურგი აინტრახტს ეწვევა, გიზო მამაგეიშვილისა და ოთარ კიტეიშვილის შტურმი კი ზალსბურგს.


ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ბაიერნი
ბუდუ ზივზივაძე
გიორგი გულიაშვილი
გიორგი მიქაუტაძე
გიორგი ქოჩორაშვილი
ირაკლი აზაროვი
პსჟ
საბა გოგლიჩიძე
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

კვარაცხელია ბაიერნის წინააღმდეგ - 1/2 ფინალები იწყება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარაცხელია ბაიერნის წინააღმდეგ - 1/2 ფინალები იწყება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კეინი ბაიერნთან კონტრაქტზე მოლაპარაკებებს დაიწყებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კეინი ბაიერნთან კონტრაქტზე მოლაპარაკებებს დაიწყებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბაიერნი ჩქარობს - კეინი მუნდიალამდე ახალ კონტრაქტს ელის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბაიერნი ჩქარობს - კეინი მუნდიალამდე ახალ კონტრაქტს ელის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პსჟ-ბაიერნი - სტატისტიკა, რომელიც დიდ სანახაობას გვპირდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პსჟ-ბაიერნი - სტატისტიკა, რომელიც დიდ სანახაობას გვპირდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

20 სთ წინ

კვარაცხელია ბაიერნის წინააღმდეგ - 1/2 ფინალები იწყება

News image

17 სთ წინ

კეინი ბაიერნთან კონტრაქტზე მოლაპარაკებებს დაიწყებს

News image

11 სთ წინ

ბაიერნი ჩქარობს - კეინი მუნდიალამდე ახალ კონტრაქტს ელის

News image

5 სთ წინ

პსჟ-ბაიერნი - სტატისტიკა, რომელიც დიდ სანახაობას გვპირდება

კომენტარები

ლინკის დაკოპირება