ხვიჩა კვარაცხელიამ უეფას ჩემპიონთა ლიგის მოგებით ისტორია დაწერა და ერთ სეზონში 4 ტიტულის მფლობელი გახდა.
იტალიის სერია ა
საფრანგეთის ლიგა 1
საფრანგეთის თასი
უეფას ჩემპიონთა ლიგა
სეზონის პირველი ნახევარი ხვიჩამ სერია ა-ში გაატარა და 17 მატჩში 5 გოლისა და 3 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა, იანვარში კი კარიერა პარი სენ-ჟერმენში გააგრძელა და პარიზელებთან ერთად ტრებლი მოიგო.
პარალელურად კი ნაპოლიმ სკუდეტოს მოგება მოახერხა და ქართველს ერთ სეზონში 4 ტიტულის მოგება გამოუვიდა.
ასეთი მიღწევა 2019/20 წლების სეზონში ალვარო ოდრიოსოლამაც დააფიქსირა, რომელიც შუა სეზონში რეალიდან ბაიერნში გადავიდა. მადრიდელებმა ლა ლიგა მოიგეს, ბაიერნმა კი ტრებლის შესრულება შეძლო.
ისტორია დაწერილია! კვარამ პსჟ-სთან ერთად ისტორიაში პირველი ჩემპიონთა ლიგა მოიგო